EthicFinance
ალტერნატიული ინიციატივა საქართველოში

Geo I Deu I Eng

სიახლეები


23.10.2013

სოფელ სობისის ახალგაზრდული პროექტი

2013 წლის 21 ოქტომბერს სოფელ სობისის ახალგაზრდული პროექტის გაგრძელება საინფორმაციო ღონისძიების მოწყობით  აღინიშნა. ღონისძიებას პროექტის მონაწილეების გარდა სოფლის მოსახლეობის, გორის მუნიციპალიტეტისა და რეგიონალური პრესის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

 ბოლო წელია, შემდგომში მან ფუნქციონირება დამოუკიდებლად უნდა შეძლოს. ახალგაზრდები ვაშლის წვენთან ერთად, რომელსაც ახალ ტარაში ჩამოასხავენ, ამ წელს ვაშლის ძმარსაც დაამზადებენ. იგეგმება კოოპერატივისთვის შენობისა და მიწის ნაკვეთის შეძენაა, სადაც ბიოლოგიურად სუფთა მეხილეობის საცდელი ბაღი განთავსდება.

გერმანიიდან მოწვეულმა მეხილეობისა და წვენის წარმოების სპეციალისტმა, ქალბატონმა ბარბარა ჰელინგმა დამსწრე საზოგადოებას მისი საქმიანობის შესახებ მოუთხრო, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. ქალბატონი ბარბარას მეურნეობისა გასაცნობად და ცოდნა-გამოცდილების მისაღებად მომავალი წლიდან მასთან ახალგაზრდების გაგზავნაა განზრახული.

ღონისძიების საქმინი, სასიამოვნო ატმოსფერო ბოლოს ალა-ფურშეტმა დააგვირგვინა, „სობისური“-ს ლოგოთი დამშვენებულმა ტორტმა მოზარდები განსაკუთრებით გაახარა და გაახალისა.

"მოსაწვევი"

საინფორმაციო ღონისძიება "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი"–ს მიერ გაშუქდა.

http://qartli.ge/web/15137


22.07.2013

სოციალ–პედაგოგიური, ახალგაზრდული პროექტი სოფელ არგოხში

სოფელ არგოხში სოციალ–პედაგოგიური, ახალგაზრდული პროექტის მონაწილეებმა კალენდულას პირველი მოსავალი აიღეს. (ვრცლად)


15.07.2013

პროექტი - კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა, საქართველოში მდგრადი რეგიონალური განვითარების მხარდასაჭერად.

ორწლიანი პროგრამის  განხორციელება მიგრაციის საერთაშორისო ცენტრისა (CIM) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მხარდაჭერით 1 ივლისს დაიწყო.  

(ვრცლად)


01.06.2014

სოფელ ქვემო სობისის ახალგაზრდული პროექტი

2014 წლის 8 ოქტომბერს, განახლებული საწარმო გაიხსნა, რომელიც ბავშვთა და ახლგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით გარემონტდა და მოეწყო. ახლა წარმოების პროცესი ერთ, მოწესრიგებულ სივრცეშია განთავსებული, რომელიც სურსათის წარმოებისთვის საჭირო ყველა ნორმას აკმაყოფილებს, ახალგაზრდებს შრომას უიოლებს და წამოების ოპტიმირებასაც უწყობს ხელს.

ახალგაზრდებმა საწარმოს გახსნაზე ფონდის ხელმძღვანელობას, ბატონებს, ირაკლი ჟორჟოლიანსა და მურმან პატარაიას, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ქვემო სობისის გამგებლის წარმომადგენელსაც უმასპინძლეს.

სტუმრები წარმოების პროცესს დაესწრენ და ახლადჩამოსხმული წვენიც დააგემოვნეს. მოზარდებმა ახალგაზრდული საწარმოს წარსული, აწმყო და სამომავლო გეგმები მცირე პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.

2014 წლის ვაშლის წვენის წარმოება დაწყო. მალე "სობისურს" ახალი ტარითა და ეტიკეტით ფართო მომხმარებელიც გაიცნობს!




სიახლეები
არქივი2013
არქივი2012
არქივი2011
არქივი2010 არქივი2009


© EthicFinance 2014