EthicFinance
ალტერნატიული ინიციატივა საქართველოში

Geo I Deu I Eng

არქივი 2009

22 დეკემბერი 2009

საახალწლო განწყობა EthicFinance–ში

მას შემდეგ რაც წლის ბოლო მოახლოვდა და ქალაქშიც უკვე კარგახანია სააახალწლო განწყობა სუფევს, EthicFinance–ის გამგეობის წევრებმა და თანამშრომლებმა გადავწყვიტეთ მოგვეწყო კულტურული გასვლა. ამჯერად არჩევანი რუსთაველის თეატრზე გავაკეთეთ და 22 დეკემბერს ვეწვიეთ მედიალგო იორდანოვის პიესას ,,გონზაგოს მკვლელობა“, რეჟისორი გაკა გოშაძე. განსაკუთრებით მოვიხიბლეთ მსახიობების თამაშით, გამოირჩოდნენ ახალგაზრდა მსახიობები, რომლებიც მურმან ჯინორიასა და მარინა კახიანის უწევდნენ პარტნიორობას.

საღამო  მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კაფე–ბარში გავაგრძელეთ, ვსაუბრობდით სხვადასხვა საზოგადოებრივ საკითხებზე და  EthicFinance–ის სამომავლო გეგმებზე.


10 დეკემბერი  2009

EthicFinance მუდმვად ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე

ქეთევან ქარსელაძე დაესწრო კურსს ფონდების მოძიების უნარ–ჩვევების შესახებ ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრ CTC-ში.

მარინა ვენჯელაშვილმა და ქეთევან ინაშვილმა შეისწავლეს ინფო ბუღალტერიის პროგრამა, რომელიც მოიცავდა ბუღალტერიის თანამედროვე მეთოდოლოგიისა და სტანდარტების შესწავლას.

EthicFinance ულოცავს მათ და უსურვებს წარმატებებს!!!


30 ნოემბერი 2009

EthicFinance  ულოცავს ჟან– ჟაკ ჟაკობს თავისი საქმიანობის წარმატებულ დაწყებას!!!

ჩვენს პარტნიორს ჟან ჟაკ ჟაკობს ვულოცავთ თავის საქმიანობაში გადაგმულ ახალ ნაბიჯს, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა მისთვისაც და მისი მომხმარებლისთვისაც.

ჟან ჟაკი არის 2006 წლიდან საქართველოში მცხოვრები ერთ–ერთი ფრანგი, დაინტერესებულია საქართველოში ბიომეურნეობის განვითარებით. შეისწავლა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონები, გაეცნო მათ სამეურნეო თავისებურებებს.

ვაკეში, გეგეშიძის ბაღში 28  ნოემბერდან  იმართება შაბათობით ბიოპროდუქტების სავაჭრო დახლი  (ბოსტნეული, ჯემები, ფრანგული ყველი, ზეთი, რძის პროდუქტები, ქართული ხორბლის ჯიშით ფხიანით გამომცხვარი პური, აჯიკა და ა.შ). გარდა იმისა, რომ ეს პროდუქტები რეგიონებიდანაა ჩამოტანილი, ჟან ჟაკს ასევე უკვე ჰყავს თავისი მომწოდებლებიც – Caucasan, ელკანასა და  სემას ბიომეურნეობათა ასოციაციის წევრები.


4 ოქტომბერი 2009

გადავარჩინოთ ხევსურული სახლი

EthicFinance ცდილობს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს ეთნოკულტურათა საერთაშორისო ცენტრ მერკინალს,  რომლის საქმიანობაც მიმართულია ხევსურეთის შენარჩუნებისკენ. ელემენტარული პირობების არქონის გამო მრავალ სოფელს ემუქრება ნასახლარად ქცევა, თუმცა ,,ხევსურები კავკასიის მთებში ცხოვრებენ, სამყაროს სხვენზე, სადაც მზე ადრე ამოანათებს, ადამიანები კი გვიან ქრებიან" (ნ.კინჩევი).

მერკინალის მიზანია შექმნას ელემენტარული პირობები (ღამისგასათევი, მცირე ოჯახური სასტუმროები, კვების ობიექტი და ა.შ.) იქ ჩასული უცხოელი თუ ქართველი ტურისტებისათვის. მერკინალი ზრუნავს, რომ ეკო–ტურიზმის განვითარებასთან ერთად გლეხმა შეინარჩუნოს თავისი ფუნქცია და არ გადასახლდეს ბარში.

ხევსურეთის დღევანდელი მოსახლეობა მოიცავს ასოცდათორმეტ ოჯახს (სულ 400–500 ადამიანი). გასული საუკუნის 80_იან წლებში 16 ოჯახიანი სოფელი როშკა 7–8 ოჯახამდე შემცირდა (ზამთარში კი–3). ამ სოფელს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მისი სასაზღვრო ზონაში მდებარეობა.

მერკინალი ხევსურეთში არსებული მოსახლეობის შენარჩუნებას ტურიზმის განვითარებაში ხედავს.

როშკის ერთ–ერთი მკვიდრი ივანე (ჯურხათ ივანე)  წიკლაური ცდილობს აღადგინოს და ეთნოკულტურულ სახლად აქციოს თავისი მამაპაპისეული სახლი, რომელიც 1992 წელს მიწისძვრის შედეგად განადგურდა. მერკინალი ზრუნავს,რომ ამ სახლის აღდგენა მოხდეს თანამედროვე ტენდენციების შესაბამისად.

ისე რომ, არ დაირღვეს ტრადიციული ხევსურული საცხოვრებლის ფორმა.

აღსანიშნავია, რომ ხევსურული სახლი არ არსებობს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, თუმცა კი მისთვის ადგილი გამოყოფილია. ასეთი სახლები ტრადიციული ეზოთი და კალოთი ხევსურეთშიც აღარ გვხვდება. მერკინალი გეგმავს ტრადიციული ბანიანი, კალოიანი სახლების აღდგენას თანამედროვე ტურისტული მოთხოვნების გათვალისწინებით. უკვე შედგენილია აღსადგენ სახლთა სავარაუდო სია.

რომ არ ჩაქრეს ყვერფში
ცეცხლის ნაპერწკალი,
რომ არ გაქრეს ჭერხოს
კაცის ნატამალი,
ხომ არ ვცადოთ
ჩახოლებულ სახლთა შველა,
აღვადგინოთ ბან–კალონი ნელა–ნელა.

უკაცობამ რომ არ დელგმოს ცისარტყელა,
არ დაიხშოს საბოლოოდ ხევსურთ მზერა,
არ გაცაქრეს სრუ კვალწმინდად ხევსურთ მღერა_
გაგვატარეთ ვის'ც იმედი
კვლავ გვიბჟუტავს.
წამოგვყევით ვისაც კიდევ
ზენით გვჯერა.                                                           (დავით ჭელიძე)


1 სექტემბერი 2009

ახალი გარემო

EthicFinance  მუშაობას განაგრძობს ახალ გარემოში, რომელიც უზრუნველყოფილია გაუმჯობესებული სამუშაო პირობებით და გვიქმნის გაფართოების პერსპექტივას.

ჩვენი მისამართია: ვაჟა–ფშაველას ßVII კვარტალი
18 კორპუსი, მე-2 სადარბაზო, I სართული

სამუშაო განრიგი მოიცავს მრავალი საინტერესო და საქველმოქმედო პროექტების განხილვას.

განხორციელებული პროექტები კი ამყარებს ურთიერთობებს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან.

გვყავს ახალი თანამშრომელები:

ქეთევან ინაშვილი –  პროფესიით გერმანისტი
ქეთევან ქარსელაძე – ზოგადი პროფილის მენეჯერი
მარინა ვანჯელაშვილი – ბუღალტერი

ისინი აქტიურად მონაწილეობენ EthicFinance- ის საქმიანობაში.


2 აპრილი 2009

ცვლილებები საორგანიზაციო და ფინანსურ საკითხებში

EthicFinance დაარსების დღიდან დიდ ყურადღებას უთმობს სხვადასხვა აქტუალურ პრობლემებს. მრავალი წლის მანძილზე ხდებოდა სხვადასხვა უცხოური ფონდებიდან გარკვეული თანხის ინვესტირება. მაგრამ მოგვიანებით თავი იჩინა სხვა პრობლემამ. ნელ–ნელა იწურებოდა ფინანსური დახმარებები და ორგანიზაციები ხდებოდნენ დამოკიდებულნი ამ ფონდებზე. მხედველობიდან გამორჩათ მთავარი– მენეჯმენტის სტრუქტურების გამართვა და ზრუნვა სხვა ფინანსური წყაროების მოძიებისათვის. გაჩნდა კითხვა: როგორ უნდა გაგრძელებულიყო ეს ყველაფერი?

ამ პრობლემის გადაჭრისათვის EthicFinance კლიენტებს სთავაზობს შემდეგ მომსახურეობებს:

  • ფინანსური აუდიტი (დაგეგმვა–განხორციელება–კონტროლი,ორგანიზირება, ყოველთვიური რეპორტი);
  • ორგანიზაციის მენეჯმენტი;
  • ინვესტიციების დაგეგმვა;
  • მარკეტინგული ღონისძიებები;
  • თანამშრომლობა უცხოელ დამფინანსებლებთან.

EthicFinance ორიენტირებულია იმაზე, რომ მოგვიანებით მისმა კლიენტებმა დამოუკიდებლად შეძლონ მსგავსი პრობლემების გადაჭრა.



სიახლეები
არქივი2012
არქივი2011
არქივი2010
არქივი2009


© EthicFinance 2015