EthicFinance
ალტერნატიული ინიციატივა საქართველოში

Geo I Deu I Eng

არქივი 2010


26.10.2010

დაარსდა საკრედიტო კავშირი EthicCapital–.

EthicCapital-ი არის საქართველოში დაარსებული, მოგებაზე არაორიენტირებული კოოპერატივი, რომელიც იღებს ანაბრებს და გასცემს სესხებს მხოლოდ თავის წევრებზე.              

საკრედიტო კავშირის საქმიანობის მთავარი მიზანია შექმნას სოციელური და ეკოლოგიური ცნობიერების ადამიანების შეხვედრის ადგილი, სადაც მოხდება მათი ინტერესების, მიზნებისა და გამოცდილებების გაზიარება. ამ მიზნით, EthicCapital- ორგანიზებას გაუწევს ლექცია–სემინარების მოწყობას. საკრედიტო კავშირი EthicCapital- ითანამშრომლებს ფიზიკურ პირებთან, რომლებიც უპირატეს მნიშვნელობას ანიჭებენ ეთიკურ საკითხებს.

თუ საკრედიტო კავშირ –  EthicCapital-ში გაწევრიანება გსურთ, ამისათვის აუცილებელია გაეცნოთ წესდებას. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შემოიტანოთ განცხადება და  საპაიო შემონატანი, რომელიც განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად არჩეულ იქნენ:

  1. ზურა კარბელაშვილი;

  2. იაგო ბიტარიშვილი;

  3. კონსტანტინე ბოგვერაძე.

გამგეობის წევრებად არჩეულ იქნენ:

  1. გიორგი თევდორაშვილი;

  2. ჟან–ჟაკ ჟაკობ;

  3. დავით ნიგურიანი.

აღმასრულებელ დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა და უფლებამოსილებ მიენიჭა – დავით ნიგურიანს.

ჩვენ გულითადად ვულოცავთ საკრედიტო კავშირ – EthicCapital- დაარსებას და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ.


24 სექტემბერი 2010

EthicCapital–

EthicFinance- ინიციატივით, ამაწლის ოქტომბერში, დაგეგმილია საკრედიტო კავშირიEthicCapitalის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების,  დაარსება.

EthicCapital-  დააკავშირებს ადამინებს, რომელთაც სურთ საკუთარი ფულის ეთიკური გამოყენება და კეთილი მიზნებისათვის მოხმარება. ასევე ფინანსურ მხარდაჭრას გაუწევს პირებს, რომელთაც სოციალური და ეკოლოგიური პროექტების განხორციელება სურთ.

EthicCapital-ის საქმიანობა იქნება:

  • ეკოლოგიური სოფლის მეურნეობა

  • ეკოლოგიური და სოციალური საწარმოები

  • ალტერნატიული ენერგიები

  • ეკოლოგიური პროექტები

  • ხელოვნება და განათლება

აღსანიშნავია, რომ საკრედიტო კავშირის მიერ გაცემულ ანაბარზე არ დაწესდება საპროცენტო განაკვეთი და პაის არ დაერიცხება დივიდენდები. სწორედ ამიტომ, EthicCapital-ის მიერ გაცემული სესხი იქნება დაბალპროცენტიანი.

თუკი თქვენ დაინტერესებული ხართ მიიღოთ მონაწილეობა ამ ორგანიზაციის დაარსების პროცესში, შეგიძლიათ მოგვმართოთ.


11 ივნისი 2010

გადავარჩინოთ ხევსურული სახლი

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში ამა წლის 10 ივნისს შედგა ა.ა.ი.პ ეთნოკულტურათა საერთაშორისო ცენტრის ,,მერკინალი“ ფოტოგამოფენა სახელწოდებით ,,გადავარჩინოთ ხევსურული სახლი“.

შეკრებილ საზოგადოებას ცენტრის წარმომადგენლებმა გააცნეს ხევსურეთში არსებული პრობლემები და ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე. ,,მერკინალის“ სახელით მადლობას ვუხდით საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს პროექტის აქტიური მხარდაჭერისათვის.


3 ივნისი 2010

ბიომეურნეობა

EthicFinance დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბიომეურნეობისა და  სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე პროექტებს და დახმარებას  უწევს ამ სფეროთი დაინტერესებულ უცხოელ პარტნიორებს, რომლებიც მზად არიან შეისწავლონ ქართული ბიომეურნეობა და თავიანთი წვლილი შეიტანონ მის განვითარებში.

საქართველოში გერმანიიდან უკვე მეორედ იმყოფებოდნენ ჰაინც გეგენბახი (მრჩეველი  ეკოლოგიისა და სოფლის მეურნეობის დარგში) და ჰართვიგ მენენი (კავშირის ,,ლოგო’’ ხელმძღვანელი). კავშირი ლოგო (www.logoev.de) დაარსდა 1995 წელს. იგი ეხმარება  აღმოსავლეთ ევროპისა  და ცენტრალური აზიის ახალგაზრდებს კვალიფიკაცია აიმაღლონ ეკოლოგიური  სოფლის მეურნეობის დარგში.

კავშირი ,,ლოგო’’ ხელს უწყობს  საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს გაიარონ პრაქტიკა გერმანიაში სოფლის მეურნეობის დარგში. 

გარდა ამისა ისინი აქტიურად თანამშრომლობენ ფონდთან ,,ახალი სიცოცხლე“

(დაარსდა 1998 წელს როგორც არაკომერციული ორგანიზაცია) . მისი მიზანია განსხავავებული შესაძლებლობის, სოციალურად დაუცველი, ნიჭიერი ბავშვების და მოზარდების ინტეგრაცია საზოგადოებაში. ფონდი საქმიანობს ბიოდინამიური სოფლის მეურნეობის დარგში. ,,ლოგო’’ მათ ფინასურ მხარდაჭერას უწევს ყველის საწარმოს დაარსებაში.

,,ლოგო’’ ასევე საქართველოში გეგმავს სემინარების ჩატარებას ბიომეურნეებისთვის, რათა უკეთ გააცნონ მათ ამ სფეროში არსებულ სიახლები და ტექნოლოგიები.

EthicFinance მზადაა მომავალშიც გააგრძელოს მათთან თანამშრომლობა.


1 ივნისი 2010

EthicFinance- ის ახალი პარტნიორი Caucasan

Caucasan არის ახალი პარტნიორი. მისი საქმიანობა ძირითადად მოიცავს ურთიერთობას შემგროვებლებთან და მომწოდებლებთან, რომლებიც დაკავებულნი არიან საქართველოს დაცული ტერიტორიებიდან (ბორჯომის ეროვნული პარკი და სხვ.) კენკრის, ხილისა და სხვადასხვა სახის მცენარეების შეგროვება–დამუშავებით.

Caucasan-ის თაოსნობით ხარაგაულში არსებულ მცირე საწარმოში ხდება მომწოდებელ–შემგროვებლების მიერ მიწოდებული ნედლეულის გადამუშავება, შემდგომ კი უკვე პროდუქტი Caucasan-ს გამოაქვს ბაზარზე.  იგი ასევე გამორჩეულია პროდუქტის მრავალფეროვნებით (აჯიკები, ჯემები, ჩირი, ჩაი, თაფლი, მურაბები, წვენები და ა.შ.).  

Caucasan-ის ძირითადი იდეა კი სოფლის ეკოლოგიური განვითარებაა. მისი საქმიანობა ვრცელდება საქართველოს სხვა რეგიონებზეც, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში.

EthicFinance მას ეხმარება ბუღალტრულ–ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებასა და გადაჭრაში. პერსპექტივაშია ასევე სესხების გაცემა მომწოდებელ–შემგროვებლებზე.


7 აპრილი 2010

უფროს ექსპერტთა სამსახური

უფროს ექსპერტთა სამსახური (Senior Experten Service –SES–www.ses-bonn.de) არის საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს სპეციალისტებისა და წამყვანი კადრების პროფესიულ განათლებას, გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. SES-ი გერმანულ ეკონომიურ სფეროს წარმოადგენს.

ეს ორგანიზაცია პროექტებს 1989 წლიდან ახორციელებს ყოფილი საბჭოთა კავშირისა და დსთ–ს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. უფროსი ექსპერტების ფუნქციებში შედის სწავლება, დახმარება და კონსულტაცია. თითეული პროექტის მიზანია მომუშავე პერსონალთა კვალიფიკაციის ამაღლება.

EthicFinance-მა შუამავლობა გაუწია  ასეთ ორგანიზაციასთან  თავის პარტნიორებს– ქედელსა და კავშირს ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ. მათთან სტუმრად ჩამოვიდა  ექსპერტი ვერნერ ბურტნერი, რომელმაც კავშირს ორგანიზაციის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რჩევები მისცა, კერძოდ კი მარკეტინგისა და ფინანსების  სფეროში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მრავლადაა ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობასაც ასეთი ექსპერტების გამოცდილება და რჩევები მნიშვნელოვნად წაადგებოდა. ამიტომაც მოთხოვნა მათთან ურთიერთობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებისა საკმაოდ დიდია.

თუკი თქვენ დაინტერესებული ხართ ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით შეგიძლიათ მოგვმართოთ და მიიღოთ დამატებითი ინფრომაცია სხვადასხვა საკითხებზე.


18 მარტი 2010

,,საგანმანათლებლო საწარმო სობისი“

EthicFinance–ის ინიციატივით  ხორციელდება პროექტი სოფელ სობისში, გორის მახლობლად. სოფელში დღეიდღეისობით სხვადასხვა სოციალური პრობლემებია: უმუშევრობა, სიღარიბე.

პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ისეთი უნარ–ჩვევების განვითარება, რომლებიც ჯანსაღი ინიციატივის პირობებს შეუქმნის მათ. მიზნის მისაღწევად დაგეგმილია ვაშლის წვენის მცირე საგანმანათლებლო საწარმოს გახსნა.  მის ფარგლებში ჩატარდება სემინარები  პროდუქციის წარმოებაში, სტრატეგიული დაგეგმვაში, ორგანიზაციული საკითხების გადაჭრაში, კადრების კოორდინაციაში, ბუღალტერიაში, მარკეტინგში, ასევე  ბანკებთან  ურთიერთობებში.

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ: ადგილობრივი სკოლა, ერთ–ერთი პარტნიორი სკოლა თბილისში, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და პედაგოგები.


13 მარტი 2010

გამგეობის სხდომა და კავშირის  წევრთა საერთო  კრება

13 მარტს  EthicFinance–ის ოფისში შედგა გამგეობის სხდომა და კავშირის   წევრთა საერთო კრება. შეხვედრა წარიმართა მონაწილეთა დიდი აქტიურობით და იდეების მრავალფეროვნებით. იგი ითვალისწინებდა 2009 წლის შედეგების განხილვას და სამომავლო გეგმების დასახვას. გაიზარდა კავშირის  წევრთა რაოდენობა, ამასთან დადგენილ იქნა საწევრო გადასახადი. გამოცდილების გაზიარების მიზნებით გადაწყდა ურთიერთობების გააქტიურება დაახლოებულ ევროპულ  ორგანიზაციებთან.

მონაწილეთა თხოვნის შესაბამისად EthicFinance–ის  წევრთა მომდევნო შეხვედრა ახლო მომავალში გაიმართება.


1 თებერვალი 2010

პრაქტიკან

EthicFinance-ის სამუშაო ჯგუფს შეუიერთდა პრაქტიკანტი ნათია ვაშაკიძე, რომელიც თბილისის ეკონომიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის II კურსის სტუდენტია და შეისწავლის   საბანკო, საფინანსო და სადაზღვეო საქმეს.

ძირითადად იგი დაკავებულია ჩვენი ინტერნეტ გვერდის აწყობა–კორექტირებით.


30 იანვარი 2010

თანამშრომელთა კვალიფიკაცია

ჩვენმა თანამშრომელმა ქეთევან ინაშვილმა გაიარა ბუღალტერიის ორთვიანი კურსი ერთ–ერთ აუდიტორულ ფირმაში, რომელიც მოიცავდა პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს. იგი უკვე ჩართულია EthicFinance-ის პრაქტიკულ ბუღალტერიაში.

გარდა ამისა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იგი პროფესიით გერმანისტია, რაც გვიქმნის საშუალებას აქტიურად ვაწარმოოთ ბუღალტერია ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან, ისე რომ ისინიც ჩაებნენ ამ საქმიანობაში.


15 იანვარი 2010

EthicFinance  და  ბიზნესეთიკა

EthicFinanceის  სამუშაო ჯგუფის ინტერესს წარმოადგენს ყველა იმ სიახლის გაცნობა, რომელიც საქართველოში ბიზნესეთიკის სფეროში ხდება.

ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა მარინე ფერაძე, რომელიც სპეციალობით ფილოსოფოსია. 2001–2002 წლებში მუშაობდა გამოყენებითი ეთიკის საკითხებზე პარიზ ლოდრონის სახელობის ზალცბურგის უნივერსიტეტში. 2005 წელს რამოდენიმე თვით იმყოფებოდა გერმანიაში ეთიკის საკითხებზე სამუშაოდ. ავსტრიიდან დაბრუნების შემდეგ ის მიწვეული იყო გამოყენებითი ეთიკის ლექტორად ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტზე.

მარინე ფერაძე ლექციებს კითხულობდა ფილოსოფიასა და ბიზნესეთიკაში ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტში და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მედიის სკოლაში. სტუდენტებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს ბიზნესეთიკის მიმართ.

მარინე ფერაძეს გამოქვეყნებული აქვს სტატიები და თარგმანები ეკოლოგიისა და ბიზნესის ეთიკაში. ის ასევე მონაწილეობას იღებს  გერმანიაში გამართულ კონფერანციებსა და სემინარებში. მასთან შეხვედრის იდეაც სწორედ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქალბატონი მარინეს სტატიებსა და თარგმანებს გავეცანით.

EthicFinance სამომავლო თანამშრომლობას გეგმავს ქალბატონ მარინესთან, რაც მიმართული იქნება მისთვის პუბლიკაციების გამოქვეყნების ხელშეწყობაში, ეს კი საშუალებას მისცემს   საზოგადოების ფართო ნაწილს გაეცნოს ბიზნესისა და ეკოლოგიის ეთიკის საკითხებს.



სიახლეები
არქივი2012
არქივი2011
არქივი2010
არქივი2009


© EthicFinance 2015