EthicFinance
ალტერნატიული ინიციატივა საქართველოში

Geo I Deu I Eng

არქივი 2011

11.11.2011

ახალი თანამშრომელი

EthicFinance–ს ახალი თანამშრომელი ჰყავს. მაია გაჩეჩილაძემ ორგანიზაციაში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ადგილი დაიკავა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია–სოციოლოგიის ფაკულტეტის თეოლოგიის პსეციალობის დამთავრების შემდეგ მან გერმანიაში ქალაქ ნიურტინგენში გარემოს დაცვის მასტერის ხარისხი მიიღო. საქართველოში 2006 წელს დაბრუნდა და ქართულ–ავსტრიულ კვების პროდუქტების იმპორტიორ ფირმა Schirnhofer–ის  ადმინისტრაციაში მუშაობით დიდი გამოცდილება დააგროვა. EthicFinance–ი მოხარულია მისი ჩართვით ორგანიზაციის საქმიანობაში და იმედოვნებს, რომ თანამშროლობა ორივე მხარისათვის წარმატებული იქნება.


1.11.2011

გორის რაიონში, კონფლიქტურ ზონასთან ახლომდებარე სოფელ სობისში სოციალ–ეკოლოგიური, სამეწარმეო ახალგაზრდული პროექტის განხორციელება დაიწყო

EthicFinance - მა გორის რაიონში, კონფლიქტურ ზონასთან ახლომდებარე სოფელ სობისში დაიწყო ახალგაზრდული პროექტის განხორციელება.  რომელიც მიზნად ისახავს სოფლის ახალგაზრდობის მოტივირებას – პრაქტიკულ მაგალითზე, ვაშლის წვენის დამამზადებელ მცირე საწარმოში შეიძინოს მეწარმის უნარ–ჩვევები, იფიქროს და იმოქმედოს როგორც მწარმოებელმა, ისწავლოს წვრილი სამეწარმეო საქმიანობები და ასევე, როგორ გახდეს დამოუკიდებელი.

შეირჩა ახალგაზრდების 20 კაციანი ჯგუფი. მოეწყო ვაშლის წვენსაწური მცირე საწარმო და ადგილი თეორიული მეცადინეობისათვის, შეძენილ იქნა ნედლეული. პროექტს კოორდინირებას უწევს რუსლან ხაჯიმურატოვი, როელმაც გერმანიაში გაიარა თავისუფალი ეკოლოგიური წელი და მიღებული გამოცდილების საქართველოში გამოყენების სურვილი აქვს.

EthicFinance -ის კოლექტივი წარმატებებს უსურვებს პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს.


20.10.2011

მარკეტინგული საკითხების კოორდინატორის კვალიფიკაციის ამაღლება

EthicFinance-სთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლები კარგად იცნობდნენ იმ სფეროებს, რომლებიც კავშირის საქმიანობის არეალებია.  სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნათია ვაშაკიძე გერმანიის ქალაქ  შტუტგარტში,  სადაც ფირმა  Ecofit Biofruchtimport -ში პრაქტიკა გაიარა.

Ecofit Biofruchtimport -ი რეგიონალური მასშტაბის ფირმაა და ბიოლოგიური ხილ-ბოსტნეულით საბითუმო ვაჭრობას ეწევა. მისი საქმიანობისათვის  კეთილსინდისიერება არსებითი ღირებულებაა, რაც მომწოდებლებთან გრძელვადიანი, მეგობრული ურთიერთობისა და მისაღები ფასების გარანტია. ასევე უაღრესად მნიშვნლოვანია საქონლის ხარისხიც. გრძელვადიანი ურთიერთობა ხომ მხოლოდ კმაყოფილ მომხმარებელთან არის შესაძლებელი. ფირმა ზრუნავს იმაზე, რომ მუშაობა თანამშრომლებს სიამოვნებას ანიჭებდეს, რასაც გუნდური მუშაობის შედეგად  ოფისში მეგობრულ კლიმატის შექმნით ახერხებს.

Ecofit Biofruchtimport- ში ნათიას საშუალება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო, როგორც სასწყობე მეურნეობის  მუშაობაში, ასევე გაყიდვების, კალკულაციის, საბუღალტრო საქმიანობის წარმოებაში, გაცნობოდა ფირმის მუშაობის სტილსა და პრინციპებს . მისთვის პრაქტიკა Ecofit Biofruchtimport -ში საინტერესო და პროდუქტუილი იყო.

ნათია ვაშაკიძემ აგრეთვე მონაწილეობა მიიღო სემინარში „შესავალი ეკოლოგიურ მეურნეობაში“, რომელიც 16 და 17 სექტემბერს მცხეთის რაიონ  სოფელ მისაქციელში ჩატარდა. სემინარის ძირითადი აქცენტები იყო მიწა და მცენარეები, დამუშავება და გაყიდვა, მეცხოველეობა. ღონისძიებას ბატონები ბესო კალანდაძე (SEMA-)  და ჰაინც გეგენბახი გერმანიიდან (LLH-) უძღვებოდნენ. განსაკუთრებით საინტერესო გამოცდილი ქართველი და გერმანელი მეურნეების მოხსენებები იყო. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მეურნეობები.

ნათია ვაშაკიძისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, როგორც ეკოლოგიური მეურნეობის, ასევე  საქართველოს სოფლისმეურნეობაში არსებული  პრობლემების შესახებ მიღებული ინფორმაცია.


2.09.2011

თეა ოსეფაშვილი - აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, სამართლებრივი საკითხებისა და ადამიანური რესურსების კოორდინატორი

EthicFinance-ს ახალი თანამშრომელი ჰყავს. თეა ოსეფაშვილს  განათლება გერმანიაში აქვს მიღებული და პროფესიით იურისტია , მან  EthicFinance-ში ექვსი თვის წინ  პრაქტიკანტის ვაკანსია დაიკავა. ამ პერიოდში მისი მუშაობის სტილი მაღალი მოტივაცითი, ინიციატივით, პასუხისმგებლობის განსაკუთრებული გრნობით გამოირჩეოდა, რამაც ლოგიკურად თეასთან ხანგრძლივი თანამშრომლობის სურვილი გააჩინა. მას აღმასრულებელი დერექტორის მოადგილე, სამართლებრივი საკითხებისა და ადამიანური რესურსების კოორდინატორის პოზიციაზე მუშაობის გაგრელება შევთავაზეთ.

EthicFinance-ი მოხარულია, ამ წარმატებული ტანდემის გამო და ფიქრობს, რომ მომავალი თანამშრომლობა ეფექტური და პროდუქტიული იქნება, როგორც თეას თვითრეალიზაციის,  ასევე ეთიკფინანსის წინსვლისათვის.


20.06.2011

მონაწილეობა ტრენინგ-პროგრამაში ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით

EthicFinance მუდმივად ზრუნავს თნამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ამ მიზნით, ხდება სხვადასხვა სემინარებისა და ტრენინგკურსების მოძიება, სადაც ეძლევათ თანამშრომლებს საშუალება მიიღონ მონაწილეობა და აიმაღლონ კვალიფიკაცია. სწორედ ამიტომ, ნათია ვაშაკიძე წარდგენილ იქნა ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველო”-ს ტრენინგ-პროგრამაზე ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით. ტრენინგი ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისა და ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამების შიდა პროექტის ფარგლებში "საქართველოს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიასთან" თანამშრომლობით.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა თბილისისა და რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების  თანამშრომლების ცოდნის ამაღლება საქართველოს ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით.

ინტენსიური ტრენინგ-კურსში ყურადღება გამახვილებული იყო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: გრანტის დაბეგვრასთან დაკავშირებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი დებულებები; "საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ" საქართველოს კანონი; ახალი საგადასახადო კოდექსის დებულებების გავლენა არასამეწარმეო არაკომერციული) იურიდიული პირების დაბეგვრის რეჟიმზე; სპეციფიკური საკითხები გადასახადების ნაწილში ორგანიზაციის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.

ნათიას სიტყვებით: ”აღსანიშნავია ტრენინგის მაღალორგანიზებულობა; სასიამოვნო გარემო; უშუალო დამოკიდებულება; კითხვებისადმი ღიაობა”. ამასთან, "საქართველოს აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიამ" გამოთქვა მზაობა, შემდგომშიც უპასუხოს ტრენინგის მონაწილეთა კითხვებს საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით.

EthicFinance ულოცავს ნათიას ტრენინგის წარმატებით გავლას და უსურვებს მიღებული ცოდნის ეფექტურ გამოყენებას.


18.06.2011

გიორგი თევდორაშვილი – GEORGIA INSIGHT

ჩვენი გამგეობის აქტიურ წევრ – გიორგი თევდორაშვილს ვულოცავთ ტურისტული სააგენტო – GEORGIA INSIGHT-ის დაარსებას. 

გიორგი თევდორაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლობდა გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტის თავისუფალ ახალგაზრდათა სემინარსა და ტურისტულ სკოლაში. ამავე დროს ის დაკავებული იყო, როგორც ინდ-მეწარმე. სწორედ ამ პერიოდში დაგროვილი მდიდარი გამოცდილება აღმოჩნდა მისთვის საფუძველი აქ, ტურისტული სააგენტოს შექმნისათვის.

GEORGIA INSIGHT სთავაზობს ყველა მსურველს მაღალი კლასის მომსახურებას, რაც მიიღწევა ორგანიზებულობისა და გამოცდილი გიდების საშუალებით. ტურის ფარგლებში მოხდება ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ქართული სტუმართმასპინძლობის გაცნობა. ტურისტებს ეძლევათ არჩევანის საშუალება: უშუალოდ მიიღონ  მონაწილეობა სამოგზაურო ტურის შედგენაში; ან აირჩიონ GEORGIA INSIGHT მიერ შეთავაზებული.

თუკი თქვენ დაინტერესებული ხართ და გსურთ დაუვიწყარი დროის გატარება, დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ვებ–გვერძე: http://georgia-insight.eu


18.04.2011

EthicCapital– – ლიცენზია

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტ – ოთარ ნადარაიას განკარგულებით, 2011 წლის 7 მარტს მიეცა რეგისტრირებულ კოოპერატივს, საკრედიტო კავშირ – EthicCapital-ს,  არასაბანკო–სადეპოზიტო–საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია და გაიცა მასზე სალიცენზიო მოწმობა №0140070. ინფორმაცია EthicCapital-ის ლიცენზირების თაობაზე გამოქვეყნდა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

ლიცენზიის მიღება EthicCapital-ს აძლევს საშუალება განახორციელოს დასახული მიზნები – ეკოლოგიური, ეთიკურ–კულტურული ცნობიერების მქონე ადამიანებსა და ორგანიზაციებს გაუწიოს ფინანსური მხარდაჭერა; ასევე შექმნას ისეთი ადგილი, სადაც მათ მიეცემათ საშუალება,  ლექცია–სემინსარების მოწყობით, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი ინტერესები, მიზნები, გამოცდილებები.

ჩვენ გულითადად ვულოცავთ EthicCapital-ს ლიცენზიის მიღებას და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ.


18.04.2011

პრაქტიკანტი საკრედიტო–სამართლებრივ საკითხებში

EthicFinance-ის სამუშაო ჯგუფს შეუერთდა პრაქტიკანტი, გერმანიიდან ახლად დაბრუნებული, თეა ოსეფაშვილი.

2008 წელს მან დაამთავრა ტიუბინგენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა (LL.M). 2010 წლის შემოდგომიდან აქტიურად მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე – „ხარისხიანი საინფორმაციო უზრუნველყოფის აუცილებლობის მნიშვნელობა საქართველოს სადაზღვევო სამართლში“.

თეა ოსეფაშვილი ამაწლის 1 მარტიდან არის EthicFinance-ის თანამშრომელი და დაკავებულია საკრედიტო–სამართლებრივი საკითხებით, გარდა ამისა კოორდინირებს კლიენტებთან ურთიერთობებს. 



სიახლეები
არქივი2012
არქივი2011
არქივი2010
არქივი2009


© EthicFinance 2015