EthicFinance
ალტერნატიული ინიციატივა საქართველოში

Geo I Deu I Eng

არქივი 2012


28.12.2012

სოფელ სობისის ახალგაზრდული პროექტის შემაჯამებელი ანგარიში

პარასკევს, 21.12.2012 პროექტის დამასრულებელი საღამო საზეიმო ვითარებაში შედგა, რომელსაც ქალბატონი ელიზაბეტ გასტის ფონდის მიერ ჩატარებული ხელოვნების გაკვეთილების შედეგად დამზადებული ფარდაგები და კერამის ჭურჭელი ამშვენებდა. პროექტის წარმატებით დასრულების აღსანიშნავად, მისი მიმდინარეობის ამსახველი სურათების წარდეგენით, კიდევ ერთხელ გავიხსენეთ გასული კვირები და თვეები. 9820 ბოთლი  ვაშლის წვენი ახალდშეძენილი ტექნიკის საშუალებით ჩამოისხა და ახლა მათი რეალიზაცია უნდა მოხდეს. გერმანელი სპეციალისტის ბატონი ბრუნო ჰანდშუს დახმარებით  ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევა შევძელით - ქართული სასურსათო ბაზრისთვის აუცილებელი ლიცენზია მოვიპოვეთ.

ახლადდაარსებული, ახალგაზრდული კოოპერატივში წარმოების პროცესში ჩართულ რვა ახალგაზრდას, სოფელ სობისიდან სამი ზრდასრული და გერმანელი მოხალისე შარლოტე შმარიე ეხმარებოდათ. შარლოტესთან ურთიერთობით ახალგაზრდებს პროექტის ფარგლებში ჩატარებული გერმანული ენის სემინარებიდან მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და მისი გაღრმავების საშუალება ჰქონდათ.

ამ წელს პროექტმა სოფლის მოსახლეობაში მეტი აღიარება და ინტერესი გამოიწვია. გარდა პროექტში უშუალოდ ჩართული ოთხი დამხმარის და ვაშლის მომწოდებელთა გაფართოებული წრისა, გამოჩნდა ბევრი დაინტერესებული სობისელი, რომელიც გსტუმრობდა და სურდა გაეგო რა ტექნოლოგიით ხდებოდა წვენის დამზადება. წამოებისას წარმოქმნილი ვაშლის ნარჩენები, როგორც პირუტყვის საკვები დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

ჩვენ მადლობას ვუხდით:

ელიზაბეტ გასტის ფონდს, ბადენ-ვურტემბერგის ფონდს, შტაინბაინ-დონის ცენტრს, გერმანიის საელჩოს საქართველოში, ბონის „სენიორ-ექსპერტ-სერვის“-ს, საზოგადეობა - გადაუდებელი დახმარების ერთობას, ყველას, ვინც თავისი მხარდაჭერით პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახადა.

წარმოებული ვაშლის წვენის შეძენა შეგიძლიათ:

  •  მაღაზიაში "მონასტრის ბარაქა", სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში
  •  მაღაზიაში "ბიო-ველი", გაზაფხულის ქუჩა 16
  •  ბიო-დახლთან, გეგეშიძის სკვერში - ფალიაშვილის ქუჩაზე,  (ყოველ შაბათს 16.00  საათამდე)

ჩვენ უკვე ვმუშაობთ ახალგაზრდული კოოპერატივი „სობისი“-ს მომდევნო 2013 წლის პროექტზე. გვსურს შევიძინოთ მიწის ნაკვეთი, სადაც წარმოება, სემინარის სახლი და პატარა,  ეკოლოგიურად სუფთა მეხილეობის საპრეზენტაციო ბაღი განთავსდება.


16.10.2012

მადლობა ფონდ „Landesstiftung Baden-Württemberg“-ს

სოციალ-პედაგოგიური ახალგაზრდული პროექტის შესახებ, რომლის მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო უკვე მრავალჯერ დავწერეთ. ვაშლი დამწიფდა და ძირითადი აქტივობის დროც დადგა. ყველაფერი მზადყოფნაშია - საჭირო ნივთები და ნედლეული შეძენილია, ბოთლები გარეცხილი, ექსპერტი გერმანიიდან, ღვინისა და უალკოჰოლო სასმელების გამოცდილი სპეციალისტი  ბატონი ჰანდშუ  და მოხალისე ბრემენიდან შარლოტე შმარიე, რომლებიც ასევე პროექტის წარმატებისთვის იზრუნებენ, უკვე ჩვენთან არიან.

მოტოვირებული ახალგაზრდები, გამოცდილი ხელმძღვანელი, მონდომებული კოორდინატორი, ასვე ბევრი ადამიანი, რომელიც პროქტს გულშემატკივრობს, იმისათვის, რომ შრომამ კარგი ნაყოფი გამოიღოს, მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ პროექტს, მის ყველა მონაწილეს და გვინდა გულითადი მადლობა გადაუხადოთ გერმანულ ფონდ „Landesstiftung Baden-Württemberg“-ს, რომელმაც პროექტი დააფინანსა და შესაძლებლობა მოგვცა სოფელ სობისის ახალგაზრდებს მივცეთ შანსი უკეთესი მომავლისათვის.


20.09.2012

EthicFinance-ს ახალი თანამშრომლები ყავს

EthicFinance-ს ორი ახალი თანამშრომელი ყავს. უდო ჰენკელ-იაშვილი გერმანელი სოციალ-პედაგოგია, რომელიც თავის მდიდარ პროფესიულ გამოცდილებას ჩვენი, სოფელ სობისში მიმდინარე ახალგაზრდული პროექტის წარმატებული განვითარებისა და ხელმძღვანელობისთვის გამოიყენებს. უდოს დახმარებას გერმანიიდან ახლახანს დაბრუნებული ნინო ღანიშაშვილი გაუწევს, რომელმაც ქალაქ რეგენსბურგში კულტუროლოგიაში მაგისტრის ხარისხი დაიცვა და სამშობლოში დაბრუნდა. EthicFinance-ი მოხარულია, მისცეს შანსი ნინოს, დააგროვოს პროფესიული გამოცდილება და განავითაროს მისი სპეციალობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.

ვთვლით, რომ ახალი თანამშრომლები ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია და ნაყოფიერი ტანდემის დიდი იმედი და სურვილი გვაქვს.


3.08.2012

სოფელ სობისში ახალგაზრდული პროექტის პირველი ეტაპის განხორციელება დაიწყო

EthicFinance–მა სოფელ სობისში ახაგაზრდული პროექტის პირველი ეტაპის განხორციელება დაიწყო, რომელიც სოფლის ახალგაზრდობის მონაწილეობით ვაშლის ნატურალური წვენის მცირე საწარმოს ჩამოყალიბებას გულისხმობს (იხ. ვრცლად).

პროექტის პირველი ეტაპი თეორიულ მეცადინეობებს მოიცავს. ახალგაზრდებს ბუღალტერიის, ინფორმატიკისა და გერმანულის გაკვეთილები უტარდებათ.

ასევე „ელიზაბეტ–გასტ–ის ფონდის (Elisabeth-Gast-Stiftung)“  მხარდაჭერით ხელოვან-თერაპევტი, ბატონი გოგა ჯაფარიძე ახალგაზრდებს ბოთლისა და ეტიკეტის დიზაინზე მუშაობაში ეხმარება და პროქტისათვის საჭირო სხვადასხვა ატრიბუტებს საკუთარი ხელით ამზადებინებს მათ.

ოქტომბრისათვის დაგეგმილია გერმანიიდან ეგრედწოდებული „სენიორ-ექსპერტის“  ჩამოსვლა, რომელიც ახალგაზრდებს წვენის დამზადების ტექნოლოგიის დახვეწაში დაეხმარება.


23.04.2012

თანამშრომლობა ფონდთან „Elisabeth-Gast-Stiftung“

ჩვენ მოხარულები ვართ იმ ახალი პარტნიორობით, რომელიც EthicFinance-სა და „ელიზაბეტ–გასტ–ის ფონდს (Elisabeth-Gast-Stiftung)“ შორის სოფელ სობისში ჩვენი სოციალ–პედაგოგიური, ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში შედგა.

„ელიზაბეტ–გასტ–ის ფონდი (Elisabeth-Gast-Stiftung)“ ბატონ გოგა ჯაფარძესთან ერთად სოფელ სობისის სკოლაში ხელოვნების გაკვეთილებს ჩაატარებს.

ფონდი საქართველოში 2002 წლიდან მოღვაწეობს. მან სხვა მრავალ პროექტთან ერთად ტოლვილებით  დასახლებულ  სოფელ წილკანში, 2008 წლის ომის შედეგად ტრამვირებულ ბავშვებთან, ხელოვნების თერაპიის მიმართულებით სამუშაოები ჩაატარა და საბავშვო ბაღი დააარსა.

ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა ხელოვნებასთან დაკავშირებულ აქტივობებზეა ორიენტირებული, იმისათვის, რომ ხელოვნების საშუალებით მოხდეს მათი დახმარება, საკუთარი წიაღიდან კრეატიულობისა და ცხოვრების ხალისის გაღვივებაში.

ბატონი გოგა ჯაფარიძე „ელიზაბეტ–გასტ–ის ფონდთან  (Elisabeth-Gast-Stiftung)“ საერთო საქმიანობით არის დაკავშირებული. ის თავისუფალი ხელოვანი, ხელოვან–თერაპევტია და თავის ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს. ბატონი გოგა სიხარულით ჩაერთო სოფელ სობისელ ახალგაზრდებთან მუშაობაში.


21.03.2012

დამწყებ ბიზნესმენთა სემინარი: „ბიზნესიდეები საქართველოსათვის“

24–25 თებერვალს, ქალაქ ფრანკფურტში (მაინზე) ჩატარდა დამწყებ ბიზნესმენთა სემინარი „ბიზნესიდეები საქართველოსათვის“. სემინარი ორგანიზებული და დაფინანსებული იქნა  მიგრაციისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრის (CIM), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის  (GIZ)  და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს (BA) მიერ.

ორდღიანი სემინარი, ბიზნესის წამოწყების ცენტრმა – კომპასმა ჩაატარა. მასში მონაწილეობა საქართველოდან სამმა მომხსენებელმა – ქლბატონებმა დოქ. ირმა წერეთელმა (მიგრაცია განვითარებისთვის CIM/GIZ პროგრამის მრჩეველი), ნინო ჯაჯანიძემ (საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეთა გაერთიანების - GSMEA პროექტის მენეჯერი) და ბატონმა დავით ნიგურიანმა (EthicFinance–ის აღმასრულებელი დირექტორი) მიიღო. მათ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე და საქართველოში საწარმოს დაარსების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. სემინარის სხვა მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დისკუსია გაემართათ მათთან.

სემინარში ასევე გერმანიაში მცხოვრები რვა ქართველი, ბიზნეს საქმიანობის სქართველოში წამოწყებით დაინტერესებული პირი მონაწილეობდა. სემინარის ფარგლებში მონაწილეებსა და სტუმრებს შორის მოხდა ინფორმაციის გაცვლა, არამარტო ბიზნესის წამოწყებისათვის აუცილებელი პირობების, არამედ ეკონომიკური კლიმატის, ინვესტიციების შესაძლებლობების, დახმარების პროგრამებისა და მრჩეველი ორგანიზაციებისა და ინსტიტუციების შესახებ.

სემინარის ფარგლებში გაიმართა დისკუსია და მასპინძელთა მიერ დაისვა  კითხვები შემდეგ თემებთან დაკავშირებით:

  • ვფლობ თუ არა ბიზნსმენისათვის საჭირო უნარებს?
  • შანსები და რისკები საქართველოში ბიზნესის წამოწყების შემთხვევაში.
  • აქტუალური ბიზნესპოტენციალი და განვითარებები საქართველოში.
  • უდიდესი გამოწვევები საქართველოში, გერმანიასთან შედარებით.
  • ბიზნესგეგმის შემუშავება.
  • მნიშვნელოვანი კონტაქტები: პარტნიორებთან, ბანკებთან და ა.შ

სემინარის მონაწილეებს ტრენინგის შემდეგ, ცენტრ კომპასში ინდივიდუალური რჩევების (Coaching)  მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.


24.01.2012

EthicFinance –ი წარმოგიდგენთ ახალ თანამშრომელს

EthicFinance –ი მოხარულია წარმოგიდგინოთ ახალი თანამშრომელი, თამარ დაღელიშვილი, რომელმაც  ჩვენთან ბუღალტრის ვაკანსია დაიკავა. თამარი პროფესიით ეკონომისტია.  მან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა. ასაევე  კავკასიის აკადემიური ცენტრში (CAC) გაიარა ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის ადმინისტრირების კურსი. მუშაობდა სადაზღვევო კომპანია "მობიუს"–ში მთავარ ბუღალტრად. ამჟამად არის საქართველოს ეროვნული ბანკის სალიკვიდაციო კომისიის წევრი,  EFS (Enterprise Financial Solutions)-ის დირექტორი. მისი მდიდარი სამუშაო გამოცდილება და მაღალი კვალიფიკაცია  EthicFinance –სათვის მნიშვნელოვანი შენაძენია. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ თამარს და მოხარულები ვართ მისი მოსვლით ჩვენს კოლექტივში.


22.01.2012

სამომავლო გეგმები

EthicFinance –ი ბედნიერ და წარმატებულ სტარს გისურვებთ ახალ 2012 წელში და მოკლედ მოგითხრობთ მის გეგმებზე წლის დასაწყისისათვის. გასულ წელს წარმატებით განხორციელებულმა პროექტებმა, მნიშვნელოვნად განსაზღვრა  ჩვენი სამომავლო გეგმები.

ავსტრიული ორგანიზაცია ჰერმესის მხარდაჭერით განხორციელებულმა კადრების საკვალიფიკაციო, გადამზადების მიკროპროექტმა საფუძველი ახალ, მასშტაბურ პროექტს ჩაუყარა, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის ადამიანური რესურსების კვალიფიცირებას გულისხმობს.  პროექტის მიზანია – პროექტების ინიცირებისა და განხორციელების კუთხით პროფესიონალი კადრების მომზადება, რომლებიც გადამზადების შემდეგ თამამად შეძლებენ ახალი, საინტერესო და წარმატებული პროექტების გაძღოლას და საკუთარი გამოცდილების სხვათათვის გადაცემას.

სოფელ სობოსში გნხორციელებულმა ახალგაზრდულმა პროექტმა დაგვანახა მისი გაგრძელების აუცილებლობა. პროექტში მონაწილეთა სურვილი და მონდომება გახდა ახალი პროექტის საფუძველი რომლის მიზანებიც შემდეგია:

კოოპერატივის ჩამოყალიბება, სადაც ახალგაზრდები პროფესიონალურ დონეზე შეძლებენ წვენის წარმოებას. ხელშეკრულებების გაფორმება ვაშლის მომწოდებელ  მეურნეებთან შესაძლებელს გახდის რაც შეიძლება მეტი სოფლის მოსახლის ჩართვას კოოპერატივის საქმიანობაში.

ახალგაზრდების გადამზადება და მათთვის სამუშაო ადგილების შექმნა. პროექტში მონაწილე ახალგაზრდები, რომლებიც არასრული, სავალდებულო სშუალო განათლების მიღების შემდეგ  სწავლის გაგრძელებას არ აპირებენ, კოოპერატივში მუდმივ თანამშრომლებად დასაქმდებიან, ხოლო მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საწარმოში არდადაგებზე და თავისუფალ დროს იმუშაონ. ახალგაზრდები, კვალიფიკაციის ამღლების მიზნით გაივლიან გერმანული ენის, ბურალტერიის, კომპიუტერის კურსებს, ასევე, გერანიიდან მოწვეული ექსპერტი დაეხმარება მათ, დახვეწონ ვაშლის წვენის წარმოებისას შეძენილი ცოდნა და გამოცდილება.

ბიოლოგიურად სუფთა ვაშლის მოყვანის ხელშეწყობა–მოტივირება. გლეხებს კონსულტაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით  საქართველოში მოქმედი ბიომეურნეთა კავშირი „ელკანა“ გაუწევს.

ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის, ვაშლის წვენის გატანა ბაზარზე. 2011 წლის პროექტმა ცხადყო, რომ მოთხოვნის მიუხედავად ბაზარზე მსგავსი პროდუქტი არ არსებობს.

ორივე პროექტის მიზნები მდგრადი განვითარების მყარი საფუძველია. მათი განხორციელების კონცეფციები შემუშავებულია, პრაქტიკული აქტივობის დაწყება კი ფინანსური მხარდაჭერის მოლოდინშია.


15.01.2012

ახალგაზრდული პროექტი სოფელ სობისში წარმატებით დასრულდა

2011 წელი EthicFinance –მა სოფელ სობისში ახალგაზრდული პროექტის წარმატებულად დასრულებით გააცილა.

პროექტის წარმატებულობის საზომს  მიღწეული შედეგები წარმოადგენს. 1100 ცალი 0,5ლიტრიანი ბოთლი ნატურალური ვაშლის წვენი, უცხო ადამიანების მიერ მისი გასინჯვისას გამოთქმული აღფრთოვანება და პროდუქტის შეძენის სურვილი, პროექტის მონაწილეთა განვითარებულ მოვლენებში სრული ჩართულობა და მოტივაცია – სერიოზულად და ხანგრძლივად დაკავდნენ წვენის წარმოებით – ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რამაც განხორციელებული პროექტი ეგრედწოდებულ „პილოტად“ აქცია და 2012 წელში მის გავრცობას ჩაუყარა საფუძველი.

გამოიკვეთა ხარვეზებიც – დასაწყობებიდან მცირე დროში ზოგიერთ ბოთლზე ობი წარმოიქმნა. ტექნოლოგიური ნაკლოვანებების გამოსწორება და წარმოების დახვეწა გერმანიიდან მოწვეული „სენიორ ექსპერტების“ დახმარებით მოხდება.

EthicFinance –სათვის მნიშვნელოვანი პროექტში მონაწილე ახალგაზრდებისათვის განვითარების პერსპექტივის შექმნაში მონაწილეობის მიღება და მათ მიერ შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენების და მისი სხვათათვის გადაცემის შესაძლებლობის მიცემაა. სწორედ ამ საბაბით შემუშავდა ახალი პროექტი, რომელის მიზანიც კოოპერატივის ჩამოყალიბებაა, სადაც პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ გახდნენ  წვენსაწური საწარმოს თანამშრომლები, გაიღრმავონ და შეიძინონ მეწარმეობასთან დაკავშირებული  ცოდნა და იყვნენ დამოუკიდებლები.



არქივი2014
არქივი2013
არქივი2012
არქივი2011
არქივი2010 არქივი2009


© EthicFinance 2015