EthicFinance
ალტერნატიული ინიციატივა საქართველოში

Geo I Deu I Eng

მომსახურება


EthicFinance-ის ძირითადი საქმიანობაა:

  • ეთიკური, სოციალური, ეკოლოგიური და კულტურული დატვირთვის პროექტების განვითარება და განხორციელება.
    პროექტების მიზანია საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში სოციალური, ეკოლოგიური და კულტურული მსოფლმხედველობის ამაღლება, არსებულ რეალობაში პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით განვითარების პერსპექტივების წარმოჩენა.

  • შუამავლობა და თანამშრომლობა უცხოელ დონორებთან
    EthicFinance-ი აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად  უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობს და ასევე შუამავლობს მათთან ორგანიზაციებსა და კერო პირებს, რაც არამხოლოდ ფინანსური სახსრების მოძიებას გულისხმობს, მისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი მათი გამოცდილების გაზიარებაა. EthicFinance-ი თავისი საქმიანობის გამჭვირვალობით ცდილობს იყოს საიმედო და სასურველი პარტნიორი.

  • მარკეტინგული კვლევები
    ახალი აქცენტების გამოსავლენად EthicFinance-ი მარკეტინგულ კვლევებს  აწარმოებს, რაც მას  ახალი საჭიროებების დაფიქსირებასა და სამუშაოს სწორად წარმართვაში უწყობს ხელს. EthicFinance-ი მარკეტინგულ   კვლევებს კერძო პირებსა და ორგანიზაციებს დაკვეთითაც ახორციელებს.

  • პარტნიორი ორგანიზაციებისა და პირების ქსელის კოორდინირება
    EthicFinance-ი ცდოლობს ეთიკურ ღირებულებებზე დაყრდნობით შექმნას მსგავსი მსოფლმხედველობის ადამიანებისა თუ ორგანიზაციების საერთო ქსელი, დააკავშიროს ისინი ერთმანეთთან, რაც გაამარტივებს კონტაქტებს და ხელი შეუწყობს მათ განვითარებას, გაფართოვებასა და გაძლიერებას.ჩვენ გვაქვს არასამეწარმეო ინიციატივებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება. ვიცნობთ მათ სტრუქტურულ განსაკუთრებულობას და დაგეხმარებით მათ ოპტიმალურობაში.

© EthicFinance 2015