EthicFinance
ალტერნატიული ინიციატივა საქართველოში

Geo I Deu I Eng

პროექტები

სოციალ–პედაგოგიური, ახალგაზრდული პროექტი სოფელ არგოხში

სოფელ არგოხში სოციალ–პედაგოგიური,  ახალგაზრდული პროექტის აქტიური განხორციელება ფინანსური შეფერხებების გამო 2013 წლის გაზაფხულზე დაიწყო.

გერმანიიდან მოწვეული ექსპერტის დახმარებით პროექტის მონაწილეებმა ის აუცილებელი ცოდნა შეიძინეს, რაც სასარგებლო მცენარეების მოშენებისა და მოვლისთვის არის საჭირო.

საცდელ მიწის ნაკვეთზე მცენარეები დაითესა

ნარინჯისფერმა კალენდულებმაც არ დააყოვნეს

პროექტის ადგილობრივ მონაწილეებში ორი ჯგუფი ჩამოყალიბდა: მოზარდები და ქალბატონები. კომპიუტერული უნარების და ინგლისური ენის გაკვეთილები მოზარდებისთვის, ზოგადი სემინარები  ეკოლოგიასა და ბიო მეურნეობში პროექტის ყველა მონაწილისთვის.

პირველი მოსავალი. მცენარე ბუნებრივად, მზეზე უნდა გაშრეს - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი საბოლოო პროდუქტის მისაღებად.

2014 წლის 19 მარტს სოფელ არგოხში პროექტის პირველი წლის შემაჯამებელი და შემდგომი ეტაპის განხორციელების საინფორმაციო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სოფლის მოსახლეობა და ახმეტის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

2014 წელს არგოხის საცდელ ნაკვეთზე ახალი კულტურები: გვირილა, ბალბა და ნამდვილი რეჰანი (Basilicum) დაითესება.

ღონისძიება ახმეტის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრის გაზეთმა "ბახტრიონი" გააშუქა. (იხ.ლინკი)

პროექტის ფარგლებში დათესილი ახალი კულტურებიდან ბალბისა და ნამდვილი რეჰანის (Basilicum) კარგი მოსავალი მოვიდა. თუმცა საცდელ ნაკვეთზე გვირილამ არ გაიხარა და წლევანდელი წლის გვალვების გამო, კალენდულას ყვავილებიც არაშთამბეჭდავად გამოიყურება.

ამცენარეები ჩაისა და სუნელი სახით დაფასოვდება.

პროექტის ფარგლებში წარმოებული სუნელი " ბაზილიკი" ნატურალური პროდუქტების დახლთან, რომელსაც სოფელ არგოხში მოღვაწე ფრანგული წარმოშობის მეურნე, ჟან–ჟაკ ჟაკობი ყოველ შაბათს, ვაკეში გეგეშიძის სკვერში მართავს, უკვე იყიდება!

© EthicFinance 2015