EthicFinance
ალტერნატიული ინიციატივა საქართველოში

Geo I Deu I Eng

პროექტები

კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა საქართველოში მდგრადი რეგიონალური განვითარების მხარდასაჭერად

პროექტი - კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა, საქართველოში მდგრადი რეგიონალური განვითარების მხარდასაჭერად EthicFinance -ის და ავსტრიელი პარტნიორების - ფონდ HERMES-ის, რეგიონალური განვითარების ხელშემწყობ, საკონსულტაციო ორგანიზაციების conSalis -ისა და ÖAR–ის მიერ 2011 წელს განხორციელებულ მიკროპროექტს ეფუძნება. ერთობლივი Workshop–ებით პრობლემების იდენტიფიცირების, შემდგომი განსჯისა და შეჯამების საფუძველზე გადამზადების პროგრამის კონცეფცია შემუშავდა, რომელიც ორი წლის განმავლობაში იხვეწებოდა და განსახორციელებლად აუცილებელ ფინანსურ სახსრებს ელოდა.

პროგრამის მიზანი  EthicFinance-ის კადრების გადამზადებაა, რის შედეგადაც ისინი თავად შეძლებენ წარმატებით განახორციელონ პროექტები და ასევე კონსულტაცია გაუწიონ კერძო პირებს, მეწარმეებსა თუ სათემო გაერთიანებებს.

კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი კონკრეტული 4 პროექტის (არგოხისა და სობისის სოციალურ-პედაგოგიური,სამეწარმეო პროექტები, საკრედიტო კავშირი  EthicCapital-ის მიერ 2 სამეურნეო ხასიათის პროექტის დაფინანსება და კონსულტირება, რეგიონებში ახალგაზრდობისთვის პერსპექტივის შექმნის პროგრამა) განხორციელების მაგალითზე, უცხოელი პარტნიორების დიდი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით წარიმართება.

პროექტის მონაწილე მხარეებს ავსტრიული ორგანიზაციები: HERMES-ი, conSalis-ი, ÖAR–ი, ქართველი მიგრანტების გაერთიანება გერმანიაში: Georgien´s Brücke და არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი EthicFinance-ი წარმოადგენენ.

ორწლიანი პროგრამის  განხორციელება მიგრაციის საერთაშორისო ცენტრისა (CIM) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მხარდაჭერით 1 ივლისს (2013 წელი) დაიწყო.

პროექტის პირველ ეტაპზე EthicFinance -მა ავსტრიელ პარტნიორებს უმასპინძლა. 

ერთობლივი,   ერთკვირიანი Workshop -ის საშუალებით პროექტის პირველადი სტრატეგია განისაზღვრა, იდენტიფიცირებულ იქნა საჭიროებები, შემუშავდა სამოქმედო გეგმა. ტრენინგები პროექტის განვითარებასა და მარკეტინგის თემებზე განსაკუთრებულად საინტერესო და ინფორმატიული აღმოჩნდა.

დაისახა მიზნები და ამოცანები მომდევნო ერთობლივ სამუშაო შეხვედრამდე.

EthicFinance-ის თანამშრომლებმა 2013 წლის ნოემბერში ავსტრიიის რეგიონებში წამატებით მოქმედი ოჯახური მეურნეობები,  მცირე საწარმოები, რეგიონალური განვითარების კუთხით საინტერესო  პროექტები დაათვარიელეს და მათი ფუნქციონირების სპეციფიკას გაეცნენ.  

ავსტრიის ქალაქ ჰალშტატის სადურგლო და ხის დამუშავების ტექნიკურ სასწავლებელში დრ. ფრიდრიცხ იდამმა გვიმასპინძლა, სკოლის ისტორიის შესახებ მოგვითხრო და ავსტრიის პრფესიული სწავლების წარმატებული სისტემა გაგვაცნო. (იხ. ლინკი)

ნანახმა EthicFinance-ის თანამშრომლებს საქართველოში ახალი შესაძლებლობების, განვითარების გზების დანახვის საშუალება და მსგავსი პროექტების განხორციელებისთვის იმპულსი უნდა მისცეს.

2014 წლის აპრილსადა აგვისტოში პროგრამის მეოთხე საპილოტე პროექტის ფარგლებში, რომელიც რეგიონის ახალგაზრდებს სწავლის დასრულების შემდგომ პროეფესიის შერჩევაში, სამომავლო პერსპექტივების იდენტიფიცირებაში უნდა დაეხმაროს, EthicFinance-ი პარტნიორ ორგანიზაცია Georgien´s Brücke –ს წარმომადგენელ სოციალ–მუშაკ თამარ ნიგურიანს და გერმანელ სოციალ–მუშაკებს: ნატაშა ცოლერსა და შტეფან ფოგტს (ორგანიზაციიდან: Mobile Jugendarbeit Stuttgart Freiberg-Mönchfeld) მასპინძლობდა, რომლებმაც გორის რაიონის სოფელ სობისში და სვანეთში, მესტიის რაიონში ახლგაზრდებთან შემდეგი თემებზე იმუშავეს:

  • გუნდური მუშაობა,
  • სტრატეგიის შემუშავება,
  • პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული ქმედებები,
  • ინდივიდუალურობა და როლების განაწილება გუნდში.

ახალგაზრდებისთვის მეცადინეობები სახალისო და საინტერესო იყო. დადგეგმილია პილოტპროექტის შემდგომი ეტაპები.

2014 წლის მაისში EthicFinance-ს ავსტრიელი პარტნიორები ბატონი გიუნტერ მარხნერი, ორგანიზაციიდან conSalis და ქალბატონი ვალტრაუდ ვინკლერ-რიდერი ორგანიზაცია ÖAR-დან სტუმრობდნენ.

ერთკვირიანი Workshop -ისას განხილულ იქნა პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები, მოხდა წარმატებული და ნაკლებად წარმატეული ნაბიჯების , მოცემულ რეალობაში არსებული შანსებისა და პერსპექტივების გაანალიზება. დაისახა ორგანიზაციის ოპტიმირების გზები.

© EthicFinance 2015