EthicFinance
ალტერნატიული ინიციატივა საქართველოში

Geo I Deu I Eng

პროექტები

ახალგაზრდული კოოპერატივი სოფელ ქვემო სობისში

2012 წელს ახალდდაარსებული ახალგაზრდული კოოპერატივის საქმიანობა 2011 წელში განხორციელებული პროეტის მეშვეობით მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე წარიმართა. მოზარდებისთვის უმთავრეს ამოცანას მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი წვენის ჩამოსხმა წარმოადგენდა. ამის უზრუნველსაყოფად შეძენილ იქნა ნახევრად ავტომატიზირებული დანადგარები, გერმანიიდან სპეციალისტი „სენიორ ექსპერტი“ ბატონი ბრუნო ჰანდშუ მოვიწვიეთ, რომელმაც ახალგაზრდებს ხარისხიანი წვენის წარმოებისთვის აუცილებელი ცოდნა გაუზიარა.

კოოპერატივის საქმიანობის წარმატებით წარმართვაში მოტივირებულ ახალგაზრდებს პრეოქტის ხელმძღვანელი უდო ჰენკელ-იაშვილი და გერმანელ მოხალისე შარლოტე შმარიე დაეხმარნენ.

მოზარდებს პროექტის ფარგლებში ბურალტრულ საქმეში, კომპიუტერულ უნარებში და უცხო ენაში მეცადინეობები ჩაუტარდათ. სახალისო და ნაყოფიერი აღმოჩნდა ელიზაბეტ გასტის ფონდის მიერ დაფინანსებული ხელოვნების გაკვეთილებიც. ახალგაზრდების ხელით შექმნილი სურათები, თექის ნაწარმი თუ ხის ავეჯი მნახველში აღფრთოვანებას იწვევს.

შრომამ ნაყოფი გამოიღო და კოოპერატივმა 10 000  ბოთლი მაღალი ხარისხის ნატურალური ვაშლის წვენი ჩამოასხა.

2012 წლის დეკემბრის ბოლოს პროექტის დასრულების აღსანიშნავი ღონისძიება საზეიმო ვითარებაში შედგა

პროდუქტის გაყიდვისთვის საჭირო ლიცენზიაც წარმატებით მოვიპოვეთ და წვენის რეალიზაციაც დაიწყო.

2013 წლის 21 ოქტომბერს პროექტის გაგრძელება საინფორმაციო ღონისძიების მოწყობით აღინიშნა. დამსწრეებს კოოპერატივის ისტორია გავაცანით და სამომავლო გეგმებიც წარვუდგინეთ. ღონისძიებას პროექტის მონაწილეების გარდა სოფლის მოსახლეობის, გორის მუნიციპალიტეტისა და რეგიონალური პრესის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

გერმანიიდან მოწვეულმა ბიოლოგიურად სუფთა მეხილეობისა და ბიო-წვენის წარმოების სპეციალისტმა, ქალბატონმა ბარბარა ჰელინგმა დამსწრე საზოგადოებას მისი საქმიანობის შესახებ მოუთხრო, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

საინფორმაციო ღონისძიება "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი"–ს მიერ გაშუქდა.

http://qartli.ge/web/15137

ელიზაბეტ გასტის ფონდის თანამშრომლობა სობისის ახალგაზრდული პროექტთან 2014 წელსაც გრძელდება.

ამჯერად მოზარდებმა კოოპერატივის ადგილსამყოფლის შესასვლელი ჭიშკარი მოხატეს.

ახალგაზრდებმა ელიზბეტ გასტის ფონდის ხელოვანებთან – ბატონ გოგა ჯაფაიძესა და ბატონ აკაკი ინანიშვილთან ერთად ჯერ სამუშაო ესკიზები შექმნეს, შემდეგ კი ჭიშკარსა და კედელზე გადაიტანეს.

ნამუშევარი შთამბეჭდავი გამოვიდა, რითაც მოზარდები ძალიან ამაყობენ.

2014 წლის 8 ოქტომბერს, განახლებული საწარმო გაიხსნა, რომელიც ბავშვთა და ახლგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით გარემონტდა და მოეწყო. ახლა წარმოების პროცესი ერთ, მოწესრიგებულ სივრცეშია განთავსებული, რომელიც სურსათის წარმოებისთვის საჭირო ყველა ნორმას აკმაყოფილებს, ახალგაზრდებს შრომას უიოლებს და წამოების ოპტიმირებასაც უწყობს ხელს.

ახალგაზრდებმა საწარმოს გახსნაზე ფონდის ხელმძღვანელობას, ბატონებს, ირაკლი ჟორჟოლიანსა და მურმან პატარაიას, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ქვემო სობისის გამგებლის წარმომადგენელსაც უმასპინძლეს.

სტუმრები წარმოების პროცესს დაესწრენ და ახლადჩამოსხმული წვენიც დააგემოვნეს. მოზარდებმა ახალგაზრდული საწარმოს წარსული, აწმყო და სამომავლო გეგმები მცირე პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.

2014 წლის ვაშლის წვენის წარმოება დაწყო. მალე "სობისურს" ახალი ტარითა და ეტიკეტით ფართო მომხმარებელიც გაიცნობს!

სოფელ ქვემო სობისის ახალგაზრდული სოციალური საწარმოს დამფუძნებელ ორგანიზაცია "ეთიკფინანს"–ს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის მიერ, ნომინაციაში "2014 წლის ყველაზე ეფექტური სოციალური საწარმოს პროექტი", ჯილდო გადაეცა.

განხორციელებულ პროექტს, ახალგაზდრების ნამდვილ მეწარმეებად ჩამოყელიბებისა და საწარმოს სამომავლო პერსპექტივისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ჩვენ დიდი მადლობას ვუხდით ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდს თანადგომისა და დამატებითი სტიმულისთვის!

© EthicFinance 2015