EthicFinance
ალტერნატიული ინიციატივა საქართველოში

Geo I Deu I Eng

პროექტები

პროექტი: „სოციალურ–ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, მეფუტკრეობის შესწავლით, სოფელ ქვემო სობისში“ დაიწყო

2015 წლის 11 მარტს პროექტის ფარგლებში ფუტკრის ბიოლოგიაში პირველი სემინარი ჩატარდა.

საბჭოთა კავშირის პერიოსში გორის რაიონში ბევრი ადამიანი მეხილეობას მისდევდა, ამ დროს მეფუტკრეობასაც დიდი დატვირთვა ჰქონდა. საბჭოთა სისტემის დაშლის შემდეგ ეს დარგი განსაკუთრებით დაზარალდა, რამაც მასიური უმუშევრობა და სიღარიბის გავრცელება გამოიწვია. რამდენიმე გლეხმა ჩვენს ორგანიზაციას მეფუტკრეობის ტარადიციის აღდგენაში დახმარების თხოვნით მიმართა. ისინი ამ საქმიანობის განახლებით მეხილობაში უკეთეს მოსავალს, თაფლისა და ფუტკრის პროდუქტების გაყიდვით დამატებით შემოსავალს მოელიან. ვფიქრობთ, ეს წამოწყება წარმატებული იქნება და შესაძლებელია სხვა თემებსა და რეგიონებშიც  ჰპოვოს გავრცელება.

თეორიული გაკავეთილებისა და პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით პროექტის მონაწილეებმა საკუთარი საფუტკრე მეურნეობის მოწყობა, თაფლისა და ფუტკრის ცვილის წარმოება, გადამუშავება და გაყიდვა უნდა შეძლონ. პროექტში ორი ექსპერტია ჩართული: ერთ–ერთი მრავალი წელია მეფუტკრეობას ასწავლის, მეორე კი წარმატებული, გამოცდილი პრაქტიკოსი მეფუტკრეა.

პროექტი შვეიცარიის საელჩოს 2015 წლის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.



სოფელ სობისში კოოპერატივის დაარსება და ჩამოყალიბება

 EthicFinance–ის მიერ 2012 წელს ახალი პროექტი განხორციელდება, რომელიც გასულ წელს სოფელ სობისში მის მიერვე წარმატებით განხორციელებულ, ახალგაზრდულ პროექტს ეყრდნობა. მიღწეული მიზნების, შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების განსავითარებლად და ასევე სხვათათვის გადაცემის მიზნით  შემუშავდა კონცეფცია. ახალმა პროექტმა თავისი წვლილი  სოფლის გამოცოცხლებაში, მისთვის პერსპექტივის შექმნაში უნდა შეიტანოს, ამასთანავე სერიოზულად უნდა იზრუნოს ახალგაზრდების განვითარებაზე. მნიშვნელოვანია ახალ თაობაში ინიციატივის, მეწარმის უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება, რაც დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის წინაპირობაა. ყოველივე ეს მიღწეულ უნდა იქნას კოოპერატივის ჩამოყალიბების გზით, რომელიც ვაშლის წვენის პროფესიონალურად ჩამოსხმას დაიწყებს და სადაც სოფლის ახალგაზრდობის დასაქმება მოხდება.

პროექტის თანახმად კოოპერატივის საქმიანობაში რაც შეიძლება მეტი სოფლის მცხოვრები უნდა იქნას ჩართული. გარდა დასაქმებული ახალგაზრდებისა, ვაშლის მომწოდებელი მეურნეების დაკავშირება კოოპერატივთან ხელშეკრულებების საშუალებით მოხდება. დასაქმებული ახალგაზრდები არდადაგებზე და თავისუფალ დროს საწარმოში იმუშავებენ, მათთვის კი, ვინც სწავლის გაგრძელებას საშუალო სავალდებულო განათლების მიღების შემდეგ აღარ აპირებს, სამუშაო ადგილები შეიქმნება. ახალგაზრდების კვალიფიცირების მიზნით გერმანიიდან მოწვეული იქნებიან ეგერედწოდებული „სენიორექსპერტები“, დასაქმებულები გერმანული ენის, კომპიუტერისა და საბუღალტრო კურსებსაც გაივლიან და ამასთანავე მიეცემათ გერმანიაში პრაქტიკის გაკეთების შესაძლებლობა. ასევე პროექტის მიზანია ახალგაზრდების საშუალებით ბიძგი მიეცეს და განავითაროს ეკოლოგიური ხილის წარმოება. საბოლოო ჯამში მიიღება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, როლის ნიშაც ქართულ ბაზარზე, მოთხოვნის მიუხედავად საკმაოდ ცარიელია.

EthicFinance–ისათვის მიზნების მდგრადობა უაღრესად მნიშვნელოვანია, ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ ეს ახალი პროექტიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც მისი წინამორბედი.

ვრცლად პროექტის შესახებ იხ.




რეგიონალური განვითარების პროგრამა

ავსტრიული ორგანიზაციების HERMES-ის, conSalis -ის და ÖAR-ის მხარდაჭერით განხორციელდა მიკროპროექტი, რომელმაც თავის მხრივ გრძელვადიანი, უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელების შესაძლებლობა უნდა შექმნას.

საქართველოს ბევრ სოფელსა და მთიან რეგიონში მოსახლეობა შემოსავლის წყაროს მოკლებულია, უპერსპექტივობის განცდა ახალგაზრდების მიგრაციას და რეგიონების დაცლას იწვევს. EthicFinance–ს სურს იყოს ინიციატორი და ევროპელ პარტნიორებთან ერთად შეიმუშაოს სტრატეგია სოფლისა და მთიანი რეგიონების პოტენციალის და რესურსების გამოყენებისა და განვითარებისთვის. სოფილის მეურნეობაში, ტურზმში, თუ სხვა სფეროებში მცირე საწარმოების, კოოპერატივების, ეკოლოგიური ინიციატივების, პროექტების წარმატება პერსონალის კვალიფიცურობასა და კომპეტენტურობაზე არის დამოკიდებული. მიკროპროექტის მიზანი საქართველოში სოფლის განვითარებისთვის საჭირო პროგრამისთვის ნიადაგის მომზადებაა, რაც შესაძლებელს გახდის შესაბამის პროექტების  შემუშავებას, გაძღოლას და ხელმძღვანელობას.

EthicFinance –ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ პროექტის ავსტრიელი პარტნიორები: ბატონი გიუნტერ მარხნერი, ორგანიზაციიდან conSalis და ქალბატონი ვალტრაუდ ვინკლერ-რიდერი ორგანიზაცია ÖAR-დან. მათ რეგიონებში აქტუალური პრობლემების გამოსავლენად პროექტისთვის საინტერესო ადგილები მოინახულეს, ჰქონდათ შეხვედრები გერმანული საზოგადოება საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (GIZ), სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბიოლოგურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანა-ს წარმომადგენლებთან.  მოხდა მიკროპროექტის შეჯამება, მიღწეული შედეგების განხილვა,  მოძიებული ინფორმაციის დამუშავება და შემდგომი თანამშრომლობის გეგმების დასახვა.

ინფორმაციის მოძიების, შეფასების, ერთობლივი  Workshop–ის, რეგიონების მონახულების,  განსჯისა და შეჯამების საფუძველზე მუშავდება გადამზადების პროგრამის კონცეფცია, რომელმაც EthicFinance –ი და მისი ქსელი უნდა გააძლიეროს და ორგანიზაციის კვალიფიციური თანამშრომლების მიერ სოფლის განვითარებისთვის  საჭირო პროექტების წარმატებული განხორციელება უზრუნველყოს.

ვრცლად პროექტის შესახებ იხ.






<< მიმდინარე პროექტები
დასრულებული პროექტები 2011
დასრულებული პროექტები 2010 >>


© EthicFinance 2015