EthicFinance
ალტერნატიული ინიციატივა საქართველოში

Geo I Deu I Eng

პროექტები

სოციალ–ეკოლოგიური, სამეწარმეო, ახალგაზრდული პროექტი გორის რაიონში, კონფლიქტურ ზონასთან ახლომდებარე სოფელ სობისში

EthicFinanceმა  2011 წლის შემოდგომაზე  გორის რაოინში, კონფლიქტურ ზონასთან ახლომდებარე სოფელ სობისში დაიწყო ახალგაზრდული პროექტის განხორციელება.  პროექტის მიზანია დასაბამი მისცეს სოფლის მოსახლეობის მოტივირებას, დაანახოს მას ადგილზე ეკონომიკური საქმიანობის პერსპექტივები და შემოსავალის წყარო.

პროექტის სამიზნე ჯგუფს ახალგაზრდები წარმოადგენენ. მათ კონკრეტულ, პრაქტიკულ მაგალითზე უნდა მიეცეთ შესაძლებლობა შეიძინონ მეწარმის უნარ–ჩვევები, იფიქრონ და იმოქმედონ როგორც მწარმოებლებმა, ისწავლონ წვრილი სამეწარმეო საქმიანობები და ასევე, როგორ გახდნენ დამოუკიდებლები.

EthicFinanceის მიერ შერჩეულ იქნა ახალგაზრდების ჯგუფი, მოეწყო  წვენსაწური მცირე საწარმო, სადაც ვაშლის წვენის ჩამოსხმა უნდა განხორციელდეს. ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ პროდუქტის დამზადება–რეალიზაციისათვის საჭირო ყველა ეტაპში. დაწყებული ნედლეულის შესყიდვიდან, დამთავრებული პროდუქტის ეტიკეტირებით და რეალიზაციით. მათი პრაქტიკული საქმიანობა თეორიული მასალით იქნება გამყარებული.

პროექტი საქართველოში გერმანიის საელჩოს და  ლუდსახარში „ალპისბახერ“-ის მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნულ ორ პარტნიორთან ერთად EthicFinanceი  მადლობას უხდის ბატონ ზურაბ ლილუაშვილსაც გაწეული დახმარებისათვის და იმედოვნებს, რომ პროექტის წარმატებით განხორციელება გძელვადიანი, მდგრადი შედეგის მომტანი იქნება სოფელ სობისის ახალგაზრდობისათვის.




საკრედიტო კავშირი – EthicCapital

EthicFinanceს ინიციატივით დაარსდა საკრედიტო კავშირი – EthicCapital.

EthicCapital არის მოგებაზე არაორიენტირებული საკრედიტო კავშირი და ითანამშრომლებს ადამიანებთან და ორგანიზაციებთან, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში უპირატესობას ანიჭებენ ეთიკურ და ეკოლოგიურ საკითხებს. საკრედიტო კავშირი მოიაზრება როგორც შუამავალი, რომელსაც შეუძლია გარკვეული თანხები ხელმისაწვდომი გახადოს იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ესაჭიროებათ ფული თავიანთი მიზნების განსახორციელებლად.

საკრედიტო კავშირის შემდგომი მიზანია შექმნას სოციალური და ეკოლოგიური ცნობიერების ადამიანების შეხვედრის ადგილი, სადაც მოხდება მათი ინტერესების, მიზნებისა და გამოცდილებების გაზიარება ლექციებისა და სემინარების საშუალებით.

EthicCapitalის სამუშაო სფეროებია:

  • ეკოლოგიური სოფლის მეურნეობა;

  • ეკოლოგიური და სოციალური საწარმო;

  • ალტერნატიული ენერგია;

  • ეკოლოგიური პროექტები;

  • ხელოვნება და განათლება.

EthicCapitalის საქმიანობა იქნება გამჭვირვალე. განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის (ისინი გამოქვეყნდება ვებ–გვერდზე და EthicCapitalის სხვა პუბლიკაციებში).

EthicFinance–ის თანამშრომლებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საკრედიტო კავშირის დაარსებაში და მომავალშიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი მის განვითარებაში.


დაარსდა კავშირი – „მომავლის მიწა“

2010 წლის ნოემბერში საქართველოში დაარსდა ააიპ მომავლის მიწაTerra Caucasica – სასოფლო კულტურის ცენტრი კავკასიაში. მას გამიზნული აქვს ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის დანერგვით, რაც დედამიწის რესურსების აზრიან გამოყენებას გულისხმობს, სიღარიბის დაძლევა  და სოფლის დაცლის ტენდენციის შემცირება.

მომავლის მიწის საქმიანობა მიმართული იქნება სოფლის მეურნეთა ღირსების ხელახლა აღმოჩენისა და მათი პასუხისმგებლობის გაღვიძებისაკენ ადამიანისა და მიწის სიცოცხლისუნარიანობისადმი. ამ უკანასკნელში კი იგულისხმენა ნიადაგის, მცენარეების, ცხოველების, ლანდშაფტის, წყლისა და ჰაერის რესურსების გაფრთხილება. ამ მეთოდებით ნაწარმოები პროდუქტი იქნება აუთენტური, ჯანსაღი. შედეგად შეიქმნება ისეთ ადგილი, სადაც ადამიანი, ცხოველი, მცენარე და ნიადაგი ჰარმონიულად თანაარსებობს. შემოქმედებით–პედაგოგიური სამუშაოები კი მისცემს საშუალებას თბილისის სკოლის მოსწავლეებს გაიარონ სასოფლო–სამეურნეო პრაქტიკა.

მომავლის მიწამ საქმიანობის განსახორციელებლად შეიძინა კახეთში სახლი მიწის ნაკვეთით. სამუშაო პროცესი მიმდინარეობს უკვე დეკემბრის დასაწყისიდან. შენების პროცესშია პურის საცხობი ღუმელი.


თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა

თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა–ბაღი დაარსდა 1994 წელს. არსებობის პირველ წლებში ფუნქციონირებდა მხოლოდ მოსამზადებელი, პირველი, მეორე კლასები და ბაღის 2 ჯგუფი. მიუხედავად საზოგადოების დიდი სკეპტიციზმისა ამ ახალი ინიციატივისადმი, დროთა განმავლობაში სკოლა ვითარდებოდა, ფართოვდებოდა, იზრდებოდა მოთხოვნა. დღესდღეობით სკოლას ჰყავს 360 მოსწავლე 12 სხვადასხვა კლასში, სამუშაო ჯგუფი კი შედგება 50-მდე აქტიური თანამშრომლისაგან, რომელიც ზრუნავს მოსწავლეთა მშვინვიერ და გონებრივ განვითარებაზე. სკოლას უკვე ჰყავს 6 გამოშვება, რომელიც წარმატებულად განაგრძობენ სწავლასა და საქმიანობას როგორც საქართველოსში, ასევე მის საზღვრებს გარეთ უნივერსიტეტებსა თუ ორგანიზაციებში.

2005 წელს სკოლამ განაგრძო ფუნქციონირება №196 საჯარო სკოლის სტატუსით და 2010 წელს წლის საუკეთესო საჯარო სკოლად დასახელდა.

დღესდღეობით სკოლაში დიდი ცვლილებები მიმდინარეობს და EthicFinance თბილისის თავისუფალ ვალდორფის სკოლას დახმარებას გაუწევს განვითარების კონცეფციის შემუშავებასა და საქმეთა მმართველის თანამდებობაზე შესაბამისი პირის შერჩევაში.


სუბტროპიკული ხურმა

სუბტროპიკული ხურმა გავრცელებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ძირითადად გლეხების საკარმიდამო ნაკვეთებში ერთეული ნაგებობების სახით. საქართველოში ხურმა დიდ ფართობებზე გაშენებული არ გვხვდება.

გიორგი წიკლაურის პლანტაცია 10 ჰა–ზეა გაშენებული (მოიცავს 3500 ძირ ნარგავს) და ერთ– ერთი პირველია ამ სფეროში.

პლანტაცია აღმოსავლეთ საქართველოში გურჯაანის რაიონში მდებარეობს მდინარე ალაზანსა და სარწყავ არხს შორის, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. აქტიური ტემპერატურათა ჯამი, ხეხილის ვეგეტაციის პერიოდში, 4000°C-ის ტოლია. ასეთი ტემპერატურული რეჯიმი და წყლის გავლენა დადებითად მოქმედებს ხილის ხარისხზე.  ამ მიკროზონაში მოყვანილი ხილი მაღალხარისხიანია, აგროვებს დიდი რაოდენობით შაქარს და გამოირჩევა მშრალი ნივთიერებების მაღალი შემცველობით.

ასეთი უპირატესობები კი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ბიო პროდუქტი წარმოებული იყოს საერთაშორისო ბაზრისთვის. 

 გიორგი წიკლაური არის ბიო– მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანას“ წევრი და  ფერმერი. მას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება შპს კავკასსერტთან , რომელიც წარმოადგენს სერთიფიცირების ორგანოს, აკრედიტირებულია გერმანიის აკრედიტაციის ორგანოს ოფისის მიერ და მის სერთიფიკატი აღიარებულია ევროკავშირის მასშტაბით. რეგისტრაციის ნომერი (DAP-ze-4226.02).

სუბტროპიკული ხურმის პლანტაცია იმყოფება გარდამავალ პერიოდში (კონვერსია), ზედამხედველობის ქვეშ პროდუქტზე ბიო სერთიფიკატის მიღებას ველოდებით 2010 წლის მოსავალზე.

პლანტაციის მოსალოდენლეი მოსავალი:

2010 წელი– 20 000 კგ.
2011 წელი–  70 000კგ.
2012 წელი– 130 000კგ.

პირველი მოსავალი (2009წ.–3,5 ტ.) ადგილობრივ ბაზარზე იქნა რეალიზებული.

EthicFinance დახმარებას უწევს გიორგი წიკლაურს პროდუქტის ევროპულ ბაზარზე გატანაში.


ეკოლოგიური პროდუქტი  – Caucasan  და EthicFinance

EthicFinance-ის ახალი პარტნიორია Caucasan, რომელიც დახმარებას უწევს მცირე მეწარმეებს, მომწოდებლებსა და შემგროვებლებს, რომელთა საქმიანობაც კავკასიის დაცული ტერიტორიებიდან კენკროვანი ხილისა და სხვადასხვა სახის მცენარეების  მოპოვება–დამუშავებას უკავშირდება. ყოველივე ეს კი მიმართულია სოფლისა და რაიონების ეკოლოგიური განვითარებისკენ.

მისი ადმინისტრაციული ცენტრი თბილისში მდებარეობს. ხარაგაულის  პარტნიორული დაწესებულება კი იმ მომწოდებლებისთვისაა, რომლებიც ბორჯომის ეროვნულ პარკში და საქართველოს სხვა რეგიონებიდან მოპოვებული  ხეხილის, კენკრის და სხვდასხვა სახეობის მცენარეების შეგროვება–გამუშავებით არიან დაკავებულები. პროდუქტი ბაზარზე  გამოტანას ახორცილებს  Caucasan.

Caucasan ასევე  აქტიურადაა დაკავებული საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რომლებიც პროდუქტის ეკოლოგიურ  სერთიფიცირებას უკავშირდება. იგი ასევე ტრენინგის ცენტრის საშუალებით სემინარებს ატარებს სპეციალურად მომწოდებლებისა და შემგროვებლებისთვის.

აღსანიშნავია მათი პროდუქტის მრავალფეროვნება: სხვადასხვა მცენარეების აჯიკები, ჯემები, სანელებლები, ჩაი, ჩირი, თაფლი, ზეთი, წვენები/სიროფები და სხვ. რაც უკვე ნათელს ხდის მისი მუშაობის მნიშვნელობას.

EthicFinance დახმარებას უწევს Caucasan-ს ბუღალტრული საქმიანობის წარმართვაში. სამომავლოდ კი იგეგმება უფრო ძირეული თანამშრომლობა ქსელის გაფართოებისა და პროდუქტის რეალიზაციის კუთხით.


მერკინალი

მერკინალი ეს არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. ერთგვარისაერთაშორისო ცენტრი ხალხური კულტურისთვის. მერკინალმა წამოიწყო რაღაც განსაკუთრებული. როშკაში, ხევსურეთის  ერთ–ერთ მთიან სოფელში უნდა აშენდეს საზოგადოებრივი სახლი, რომელსაც შემდეგი მიზნები ექნება:

  • შეხვედრის ადგილი ეთნოკულტურული თემებისათვის

  • სემინარების, გამოფენების, კონცერტების და კონფერენციების უზრუნველყოფა

  • რეგიონებში (მთის) ტურიზმის მხარდაჭერა

  • შეხვედრის ადგილი ხელოვანთათვის

  • პრაქტიკული სამუშაოების ადგილი მოსწავლეთა და სხვათათვის

  • სოციალური და თერაპიული რეაბილიტაციის ადგილი

EthicFinance ეხმარება მერკინალს ფინანსურ დაგეგმარებაში და ბუღალტრული საქმეების წარმართვაში, ასევე ხელს უწყობს დამფინანსებელთა მოძიებაში.


ელიზაბეტ გასტის ფონდი

,,ელიზაბეტ  გასტის ფონდმა მიზნად დაისახა საქართველოში სხვადასხვა აქციები გაეტარებინა ხელოვნების დარგში ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდასაჭერად, რათა ისინი ხელოვნების დახმარებით მართავდნენ  თავიანთ შემოქმედებით და სასიცოცხლო წყაროებს,"–ასე ახასიათებს ქველმოქმედი ელიზაბეტ გასტი 2002 წლიდან საქართველოში არსებული ფონდის მუშაობას.

განსაკუთრებული თანადგომა და ინტენსიური სამუშაოები ხორციელდება 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვებთან. ისინი დარჩნენ საცხოვრებლის გარეშე. ხელოვანთა გარდა ამ აქციებში ჩაერთვნენ ხელოვანთერაპევტები და ხელოვანპედაგოგები.

EthicFinance მხარს უჭერს საქართველოში ფონდის დაარსებას და დახმარებას უწევს მას ბუღალტრული და ფინანსური მომსახურეობის სფეროებში.



<< მიმდინარე პროექტები
დასრულებული პროექტები 2011
დასრულებული პროექტები 2010 >>


© EthicFinance 2014