EthicFinance
ალტერნატიული ინიციატივა საქართველოში

Geo I Deu I Eng

სიახლეები


06.04.2015

2015 წლის 2 აპრილს „ეთიკფინანსის“ ორგანიზებით თბილისში, კავკასიურ სახლში გაიმართა კონფერენცია თემაზე:  „განათლება რეგიონალური განვითარებისთვის“ (ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების მიღების შესაძლებლობები, უმუშევრობის დაძლევისთვის რეგიონებში)

კონფერენცია მიზნად ისახავდა  რეგიონებში ახალგაზრდების უმუშევრობის დაძლევისთვის, განვითარების და განათლების მიღების შესაძლებლობების განხილვასა და ამ პროცესში ჩართული მხარეების, შეხვედრაში მონაწილე ორგანიზაციების, სამომავლო პარტნიორობის გზების იდენტიფიცირებას.

შეხვედრაზე გორის მუნიციპალიტეტის, ზეღდულეთის თემში გამოვლენილი, ახალგაზრდების განათლებასთან და დასაქმებასთან დაკავშირებული  პრობლემების მაგალითზე იმსჯელეს. 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ: სამთავრობო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ორგანიზაცია „კარიტას შტუტგარტის“  (გერმანია), ახალგაზრდებთან მობილური და სასკოლო სოციალური სამუშაოების  განყოფილების წარმომადგენლები და ასევე სხვა დაინტერესებული პირები.

ეს უკვე მეორე კონფერენციია, რომელიც ა გერმანიაში ქართველი მიგრანტების გაერთიანება Georgien´s Brücke –სთან ერთად ხორციელდება. პროექტის მხარდამჭერები არიან მიგრაციის საერთაშორისო ცენტრი (CIM) და ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA).


28.02.2015

„ეთიკფინანსის“ ორგანიზებით  2015 წლის 25 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის სოფლ ქვემო სობისში გაიმართა კონფერენცია თემაზე:   „პროფესიული და არაფორმალური განათლების და დასაქმების შესაძლებლობები, მათი ხელმისაწვდომობა, არასრული და სრული საშუალო განათლების მიღების შემდგომ, ახალგაზრდებისთვის რეგიონებში“.

კონფერენციის მიზანი იყო გორის მუნიციპალიტეტის ზეღდულეთის თემის მაგალითზე იმ შესაძლებლობების და პრობლემატიკის გამოვლენა, რომლებიც მნიშნელოვანია რეგიონებში ახალგაზრდებისთვის პროფესიული და არაფორმალური განათლების მიღებისა და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის, ასევე შეხვედრაში მონაწილე ორგანიზაციების სამომავლო პარტნიორობის გზების განსაზღვრისთვის.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, სკოლების, პროფესიული სასწავლებელების,  მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები. მოსწავლეები და მათი მშობლები.

მონაწილე ორგანიზაციებმა წარმოადგინეს მათი საქმიანობა, ახალგაზდრებს გააცნეს ის აქტუალური შეთავაზებები და მომსახურება, რომლითაც მოზარდებს და რიგ შემთხვევებში ზრდასრულებსაც სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ ისარგებლონ.

მცირე სამუშაო ჯგუფებში გამოვლინდა და განხილულ იქნა ის საკითხები, რომლებიც ხელს უშლის ახალგაზრდების განათლებისა და დასაქმების კუთხით გაწეული ძალისხმევის შედეგიანობას.

კონფერენცია იმ პროექტის ნაწილია, რომელსაც „ეთიკფინანსი“  ავსტრიელ პარტნიორებთან: ფონდ HERMES-თან, რეგიონალური განვითარების ხელისშემწყობ, საკონსულტაციო ორგანიზაციებთან conSalis -ი და ÖAR–ი და გერმანიაში ქართველი მიგრანტების გაერთიანება Georgien´s Brücke –სთან ერთად ახორციელებს. პროექტის მხარდამჭერები არიან მიგრაციის საერთაშორისო ცენტრი (CIM) და ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA).




არქივი2014
არქივი2013
არქივი2012
არქივი2011
არქივი2010 არქივი2009

© EthicFinance 2015