EthicFinance
ალტერნატიული ინიციატივა საქართველოში

Geo I Deu I Eng

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი EthicFinance -ი 2008 წელს დაარსდა, მისი მიზანი ფულის ეთიკური გამოყენება და იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების ხელშეწყობა იყო, რომლთათვისაც პრიორიტეტს ეთიკური, ეკოლოგიური და კულტურული მიზნები წარმოადგენენ.

ამ მიმართულებით EthicFinance -მა დღემდე მრავალი პროექტი წარმატებით განახორციელა.

სამუშაო პროცესების დროს  არსებულმა რეალობამ  ახალი საჭიროებები გამოკვეთა და აქტუალური  მიზნების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

2010 წლის ოქტომბერში EthicFinance -ის ინიციატივით დაარსდა საკრედიტო კავშირი EthicCapital-ი (იხ. ლინკი).

EthicFinance -ის ახალ მიზნად და ძირითად საქმიანობად ეთიკური, სოციალური, ეკოლოგიური და კულტურული დატვირთვის პროექტების განვითარება და განხორციელება იქცა. უცხოელი პარტნიორების გამოცდილების გამოყენებით EthicFinance -ი ცდილობს პოზიტიურად შეცვალოს საზოგადოებრივი ცნობიერება და ხელი შეუწყოს ახალი ხედვების ჩამოყალიბებას.

EthicFinance -ის საქმიანობა ღია და გამჭვირვალეა. მისი ყველა პროექტი ქვეყნდება.

მთავარი

24.07.2015

„ეთიკფინანსის“ სოციალურ–სამეწარმეო პროექტები სოფლებში: არგოხი და ქვემო სობისი წელს დასრულდება.

ქვემოთ განთავსებულ ბროშურებში იხილეთ პროექტების მოკლე ისტორია და მათი გრძელვადიანი შედეგების შესაძლებლობები.

ვრცლად – რპოექტი ქვემო სობისში

ვრცლად – რპოექტი არგოხში

06.04.2015

2015 წლის 2 აპრილს „ეთიკფინანსის“ ორგანიზებით თბილისში, კავკასიურ სახლში გაიმართა კონფერენცია თემაზე:  „განათლება რეგიონალური განვითარებისთვის“ (ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების მიღების შესაძლებლობები, უმუშევრობის დაძლევისთვის რეგიონებში).

ვრცლად

20.03.2015

პროექტი: „სოციალურ–ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, მეფუტკრეობის შესწავლით, სოფელ ქვემო სობისში“ დაიწყო

2015 წლის 11 მარტს პროექტის ფარგლებში ფუტკრის ბიოლოგიაში პირველი სემინარი ჩატარდა.

ვრცლად

© EthicFinance 2015